იოსებ გოგაშვილი (47 წლის)
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე
  • 16 მაისი, 1972 წელი - დაიბადა სოფელ მაჩხაანში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც შსს-ს და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი. 2015-2018 წლებში იგი სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე იყო. მისი სახელი უკავშირდება ერთ-ერთ სკანდალურ ამბავს, კერძოდ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას. როგორც, თემირლანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რა დროსაც მისი შვილი დაიღუპა. მალევე, გავრცელდა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ნათესავის საუბარი, სადაც გოგაშვილის მკვლელობა იგეგმებოდა. მაჩალიკაშვილი ამ საუბრის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებდა, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავდა, რომ გოგაშვილის განადგურებას იგი პოლიტიკური მეთოდით აპირებდა. თავად, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე კი ამბობდა, რომ თემირლანის მამა რეალურ სიმართლეს მალავდა და ბევრს იტყუებოდა. გოგაშვილმა თანამდებობა 2018 წელს დატოვა.

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. როგორც თავად ამბობს, მას ერთი შვილი რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. მისი მეუღლე თეა მარტყოფლიშვილია. ხოლო, მისი ქალიშვილი - ნინო გოგაშვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top