ზვიად ავალიანი
  • ჟურნალისტი, ანალიტიკოსი
  • 2001-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

  • პოლიტოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და ანალიტიკოსი. 2018 წელს სოციალურ ქსელში მან გამოაქვეყნა წერილი იმის თაობაზე რომ, ტელევიზიის ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის შევიწროებას და დისკრიმინაციას. აღნიშნავდა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე მუშაობდა მაუწყებელში ანალიტიკოსის პოზიციაზე, თუმც სინამდვილეში ეს ერთგვარი ფიქცია იყო, რადგან რეალურად არც ერთ სატელევიზიო პროექტში არ იყო ჩართული. მისი თქმით, მას შემდეგ რაც არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი კრიტიკული პოზიცია „გირჩის“ იდეოლოგიისა და ზოგადად, ნარკოტიკებთან დაკავშირებული არაადეკვატური ტენდენციების მიმართ, საერთოდ აიკრძალა მისი გამოსვლები პირველი არხის  ეთერში და ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, მისმა ამგვარმა პოზიციამ გამოიწვია. 

  • ჰყავს მეუღლე ნაილი ბეჭვაია და ქალიშვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი ინტერესების სფეროა პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია, კონფლიქტები და ახალგაზრდული პოლიტიკა.
  • ზვიად ავალიანი უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ეწეოდა არასამთავრობო, საზოგადოებრივ, კვლევით და პუბლიცისტურ საქმიანობას. თანამშრომლობდა რამდენიმე აკადემიურ და მედია გამოცემასთან. 2009-2012 წლებში იყო  იაპონიის საელჩოს მრჩეველი ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში. 2013 წლიდან მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე“, მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „არგუმენტების დრო“. საიტზე european.ge ქვეყნდებოდა მისი სტატიები, მიმოხილვები პოლიტიკურ თუ ისტორიულ თემებთან დაკავშირებით. მაგ: „ორუელი თუ ჰაქსილი?“, „ვარდისფერი ინტელიგენციის დანაშაული და სასჯელი“, „რა დაგვანახა ტყიბულის გაფიცვამ“ და ა.შ. ის ხშირად არის მიწვეული სხვადასხვა პოლიტიკურ თოქ-შოუებში ანალიტიკოსის სტატუსით. არასდროს მორიდებია კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება ისეთ საშიშ ტენდენციებთან დაკავშირებით, როგორიც იყო სასამართლოს მურუსიზაცია, პროპაგანდასთან მიახლოებული ნარკოლიბერალიზაციის კამპანია, კანაფის კულტივიზაცია და ა.შ

ეს პერსონა
Top