მარინ ლე პენი (51 წლის)
  • საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი
  • 05 აგვისტო, 1968 წელი - დაიბადა პარიზში
  • 1991 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი და მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი. 

  • იურისტი
  • მარინ ლე პენი 1986 წელს მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიაში „საფრანგეთის ეროვნული ფრონტში“ გაწევრიენდა. 1988 წელს კი, პარტიის იურიდიულ განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მარინ ლე პენი 1992 – 1998 წლებში პარიზის ადვოკატთა პალატაში მუშაობდა. 1998 წლიდან, ლე პენი თავის პოლიტიკურ საქმიანობა მთლიანად პარტიას უკავშირებს. თავდაპირველად, ეროვნული ფრონტის იურიდიულ საქმეთა დირექტორად მუშაობდა, ხოლო 2003 წელს, პარტიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. მომდეცნო წელს, ლე პენი ევროპარლამენტის წევრი გახდა, სადაც მამამისის, ჟან-მარი ლე პენის ბლოკს შეუერთდა. 2006 წელს მამის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი იყო. 2007 წელს კი, ეროვნული ფრონტის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
    მარი ლე პენი აქტიურად ცდილობდა მამამისის ჩრდილისგან გამოსვლას, რისთვისაც მოუწია მისი მშობლის რადიკალურ შეხედულებებზე უარი ეთქვა. მან დაგმო ანტი-სემიტიზმი და პარტიის ტრადიციულ ევროსკეპტიციზმით აღსავსე შეხედულებებს, ფრანგული ნაციონალიზმის იერსახე შესძინა. 2011 წელს, ის პარტიის ლიდერად აირჩიეს. იმავე წელს ეროვნულმა ფრონტმა ლე პენი 2012 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა. 2012 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, პოლიტიკოსმა მესამე ადგილი დაიკავა. წარუმატებლობის მიუხედავად, ის საპრეზიდენტო არცევნების სენსაციად დასახელდა. არჩევნების შემდეგ, ლე პენმა ელექტორატი გააფართოვა, პარტია ქალაქებში მცხოვრები საშუალო კლასის მოქალაქეთათვის უფრო მისაღები გახადა და ახალგაზრდების გულიც მოიგო – ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ამომრჩევლების ხმების უმეტესობა სწორედ ნაციონალური ფრონტისკენ წავიდა.
    მარინ ლე პენი აქტიურად ჩაერთო 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. არჩევნების პირველ ტურში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა მემარჯვენე ლე პენი დაამარცხა. არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 7 მაის გაიმართა, მაკრონმა ხმათა 65.5%-ით გაიმარჯვა. 
    2019 წლის 27 მაისს, მარინ ლე პენის პარტიამ საფრანგეთში, ევროპარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა. პარტიამ „ნაციონალური გაერთიანება“ საფრანგეთში, ევროპარლამენტის არჩევნებში ხმათა 23,31 პროცენტით გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია „წინ რესპუბლიკა“, რომელმაც ხმების 22,41 % მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.
    მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ლე პენი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მეგობრობს და ყირიმის ანექსიას არ აღიარებს. მან ღიად გამოხატა  მხარდაჭერა  რუსეთის მიერ ყირიმის  ანექსიაზე 2017 წელს, CNN- ზე ქრისტიანე ამანპურთან   ინტერვიუში განაცხადა  „უკრაინაში იყო სახელმწიფო გადატრიალება და არა  ყირიმის ანექსია,  ყირიმი ყოველთვის რუსეთი იყო.“  ასევე, 2017 წელს, როდესაც ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ეყრებოდა კენჭი, ლე პენის პარტიამ მის წინააღმდეგ მისცა ხმა. 

  • 2009 წლიდან ურთიერთობაშია ფრანგ პოლიტიკოსთან, ლუის ელიოტთან. პირველი ქმარი - ფრენკ ჩოფრი, ბიზნესმენი, რომელზეც 1995 წელს იქორწინა. ჰყავთ 3 შვილი. მარინ ლ პენი ფრენკს 2000 წელს დაშორდა.
    მეორე ქმარი - ერიკ ლორიო, ეროვნული ფრონტის ყოფილი მდივანი და მრჩეველი, რომელსაც 2006 წელს დაშორდა.
    დედა - პიერეტ ლალანი, ფოტომოდელი, ხოლო მამა - ჟან-მარი ლე პენი, პოლიტიკოსი და „ეროვნული ფრონტის“ დამფუძნებელი.

  • არის საფრანგეთის მოქალაქე
  • მეგობრული ურთიერტობა აქვს ვლადიმერ პუტინთან, ნაიჯელ ფარაჟთან, მატეო სალვინისთან, გირტ უაილდერსთან... 

ეს პერსონა
Top