რეჯეფ თაიფ ერდოღანი (65 წლის)
  • თურქეთის პრეზიდენტი
  • 26 თებერვალი, 1954 წელი - დაიბადა სტამბოლში
  • სწავლობდა მარმარას უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც თურქეთის 12-ე პრეზიდენტი, რომელიც პოსტს 2014 წლიდან იკავებს. ერდოღანი პოლიტიკიაში სტუდენტობის დროს ჩაერთო, როდესაც ანტი-კომუნისტურ სამოქმედო ჯგუფში - თურქეთის ეროვნულ სტუდენტურ კავშირში გაწევრიანდა. 1985 წელს გახდა ქალაქ სტამბოლის განყოფილების ხელმძღვანელი. 1991 წელს პარლამენტში აირჩიეს, მაგრამ კენჭისყრებში მონაწილეობა აუკრძალეს. 1994 წელს ერდოღანმა ქალაქის მერის არჩევნებში გაიმარჯვა და გახდა სტამბოლის მერი. 2002  წლის საყოველთაო არჩევნები იყო პირველი არჩევნები, რომლეშიც ერდორანმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ლიდერად მიიღო მონაწილეობა. პარტიამ ხმათა უმრავლესობა მიიღო და ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყო. 
    2007 წელს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. დაახლოებით 300 000-ი ადამიანი გამოვიდა ერდოღანის კანდიდატურის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ერდოღანს არ ენდობოდნენ; ფიქრობდნენ, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში თურქული სეკულარიზმი საფრთხის ქვეშ დადგებოდა. ერდოღანის პარტიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციის წინააღმდეგ და მოიპოვა ხმების 46.7%. ასეთმა გამარჯვებამ, ერდოღანს წინსვლისთვის გზა გაუხსნა. 2011 წლის არჩევნებში, ერდორანის მმართველმა პარტიამ პარლამენტში 327 ადგილი მოიპოვა, რითაც ერდოღანი თურქეთის ისტორიაში ერთადერთი პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელმაც ზედიზედ სამი საყოველთაო არჩევნები მოიგო.
    2014 წელს ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტად აირჩიეს. არჩევნების შემდეგ, ერდორანმა ანკარაში ახალი საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობა დაიწყო. ამ ფაქტს, ოპოზიციამ კანონის უზენაესობის უგულვებელყოფა უწოდა. 
    2015 წლის 15 ივლის ერდოღანის გადაყენების მიზნით, თურქეთში სამხედრო გადატრიალება დაიწყო. მეორე დღეს, ერდოღანის მთავრობამ შეძლო ქვეყანაში კონტროლის დამყარება. ერდოღანმა და თურქეთის მაღალჩინოსანმა პირებმა გადატრიალების მოწყობის მცდელობაში, გადასახლებული სასულიერო პირი და ერთ დროს, ერდოღანის მოკავშირე, ფეთჰულაჰ გიულენი დაადანაშაულეს. შრომის მინისტრმა კი, გადატრიალებაში, პირდაპირ ამერიკის კვალი დაინახა და ეს საჯაროდაც განაცხადა, რადგან გიულენი ა.შ.შ-ში ცხოვრობს. ამ ინციდენტის შემდეგ, თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დაიძაბა. თურქეთი, დღემდე დაჟინებით ითხოვს ა.შ.შ -დან გიულენის ექსტრადაციას. 

  • ჰყავს ცოლი - ემინე გულბარანი, რომელზეც 1978 წელს იქორწინა. ჰყავთ ოთხი შვილი. მამა - აჰმეტ ერდოღანი, კაპიტანი, ხოლო დედა - ტენზილე ერდოღანი იყო.

  • არის თურქეთის მოქალაქე
  • აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, ობამამ ერდოღანი სანდო მეგობრად მოიხსენია. თუმცა, თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ მედიაზე ზეწოლამ და ოპონენტების დაპატიმრებებმა, ამერიკასა და თურქეთის მეგობრობას ბზარი გაუჩინა. 

ეს პერსონა
Top