გიორგი გაბუნია (44 წლის)
  • ტელეწამყვანი
  • 28 ივლისი, 1975 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. სწავლობდა „იუავისა“ და „ბაუჰაუსის“ უნივერსიტეტებში.

  • არქიტექტორი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჟურნალისტი, თავისი არაორდინარული და ეპატაჟური ტექსტებითა თუ ქცევებით. ბოლო დროინდელი მისი სკანდალური გამოსვლა, რომლითაც მთელი საქართველო აალაპრაკა და ორ ბანაკად გაყო, შეეხებოდა მის მიერ პუტინის გინებას. მან პირდაპირ ეთერში, ყოველგვარი თავშეკავების გარეშე, უცენზურო სიტყვებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტი და მისი გარდაცვლილი მშობლები. გაბუნიას საქციელი, არა მხოლოდ საქართველოში იქცა განხილვის თემად, არამედ მთელი მსოფლიოც მოიცვა. რუსი დეპუტატები მის ექსტრადირებას მოითხოვდნენ, უკრაინელი ჟურნალისტები მხარდაჭერას უცხადებნენ, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები მის ამ საქციელს, როგორც პროვოკაციას ისე აფასებდნენ. საბოლოოდ, არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც „დაგმო“ მისი გამოსვლა და გაბუნიას 2 თვე უფლებამოსილება შეუზღუდა. ეს, მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია მისი სკანდალური და მოურიდებელი გამოსვლებისა. მან, გადაცემის წაყვანის ერთგვარი საკუთარი სტილიც კი დაამკვიდრა და ამითაც დაამახსოვრა მაყურებელს თავი. ზოგიერთი მისი გადაცემა მონოსპექტაკლსაც კი ჰგავს, სადაც იგი მთავარი როლის შემსრულებელია და თეატრალური წარმოდგენებითა და ირონიულ-ცინიკური ტექსტებით, ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასოს, თავისი სუბიექტური და პირადი დამოკიდებულებების ფონზე. განსაკუთრებით, ხელისფლების წარმომადგენლები ხვდებიან მის „კლანჭებ ქვეშ“ და არც რელიგიურ თემებზე საუბარს ერიდება. „პოსტ-კრიპტუმის“ ეთერში მისმა გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც იესო ქრისტეს შეეხებოდა დიდი აღშფოთება გამოიწვია მაყურებელში. „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. იგი უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის ეზოში იქნებოდა ყველა ხე გადატანილი“ - ამ სიტყვების გამო, გაბუნიას „ქართულმა მარშმა“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენა და საზოგადოება მას ბოდიშის მოხდასაც კი სთხოვდა, მათი რელიგიური გრძნობების შებღალვის გამო. მიტროპოლიტმა იობმა ამ საქციელის გამო, ის დაწყევლა კიდეც და ამ სიტყვებით მიმართა: „ის არის ეშამკის მსახური, წყეული და შეჩვენებული“. თუმც, ერთ დროს სტიქაროსანი ჟურნალისტისთვის  ყველაზე დიდი იმედგაცრუება ღმერთია და ბოდიშის მოხდაც მიუღებელია პირადი მოსაზრებების გამო.

  • გიორგი გაბუნიას დედა - ჯულიეტა ვაშაყმაძე, ასევე ცნობილი ჟურნალისტი იყო. ამბობს, რომ შეყვარებული არასდროს ყოფილა და არც ოჯახის შექმნას აპირებს.  მსგავსი დამოკიდებულელბების, ჩაცმისა და ვარცხნილობის სტილის გამო, მას ხშირად ჰომოსექსუალად მოიხსენიებენ და ამ თემით აპელირებენ. თუმცა, ჟურნალისტი მოარულ ხმებს ყურადღებას არ აქცევს და არც არაფრის შეცვლას ცდილობს მის ცხოვრებაში.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • პოლიტიკაში წასვლაზე არასდროს უფიქრია, თუმცა თბილისის მერიაში თავისი რეალური პროფესიიდან გამომდინარე დიდი სიამოვნებით იმუშავებდა. უყვარს მხატვრობა, მუსიკა და ზოგადად ხელოვნება.
  • იყო სხვადასხვა მუსიკალური შოუს ჟიურის წევრი. მაგ. „X ფაქტორი“, „მხოლოდ ქართული“. გამოირჩეოდა პირდაპირი, მკაცრი, კრიტიკული შეფასებებით. „რუსთავი 2“-ში მუშაობის დაწყებამდე მიჰყავდა გასართობი გადაცემები „მაესტროზე“.

ეს პერსონა
Top