მეჰრიბან ალიევა (54 წლის)
  • აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი და პირველი ლედი
  • 26 აგვისტო, 1965 წელი - დაიბადა ბაქოში
  • ალიევა  აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდგომში, სწავლა სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც წითელი დიპლომით, 1988 წელს დაასრულა.

  • ექიმი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც აზერბაიჯანის მეოთხე პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. მეჰრიბან ალიევა ინტელექტუალების ოჯახში დაიბადა.  ა.შ.შ-ის საელჩოს თანახმად, მისი ოჯახი „ყველაზე ძლიერ ოჯახად ითვლება აზერბაიჯანში.“ 1996 წელს, ალიევამ დაარსა ჟურნალი „აზერბაიჯანის მემკვიდრეობა“, რომელიც ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. ჟურნალი სამ ენაზე გამოიცემა(აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური).  მეჰრიბან ალიევა  არის „ჰეიდარ ალიევის ფონდის“ პრეზიდენტი (2004).
    თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში, ის არაერთ სკანდალში გაეხვა. ალიევას ხშირად აკრიტიკებენ მისი მეუღლის, ილჰამ ალიევის ტოტალიტარული მმართველობის გამო.  მეჰრიბანი კრიტიკას არ იზიარებს. მისი განცხადებით, აზერბაიჯანი პოლიტიკური ტოლერანტობის ქვეყანაა და უარყოფს, რომ ქვეყნის ციხეები პოლიტიკური პატიმრებით არის სავსე. როდესაც დაპატიმრებული ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას  შესახებ ჰკითხეს, მან პასუხისგან თავი შეიკავა. მართალია დაპატიმრებული ჟურნალისტი 2016 წლის მაისში გაათავისუფლეს, თუმცა ისმაილოვას აზერბაიჯანის დატოვება აუკრძალეს. 
    პოლიტიკური ცხოვრების პარალელურად, ალიევა არც პირად ცხოვრებაზე ამბობს უარს. “ვიკილიქსში“ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ალიევამ არაერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ბაქოში ვიზიტის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ალიევა მისი ორი ქალიშვილისგან ძლივს განასხვავეს, სწორედ ზემოთ აღნიშნული პლასტიკური ოპერაციების წყალობით.  აღსანიშნავია, რომ “პანამის დოკუმენტებში”  აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოჯახის წევრები მოხვდნენ, მათ შორის მეჰრიბან ალიევაც. დოკუმენტების მიხედვით, პრეზიდენტის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა 2005 წელს ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის მენეჯერი იყო, რომელიც აზერბაიჯანულ კონგლომერატ „AtaHolding“-ს მართავდა. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ალიევების ოჯახი საკმაოდ დიდი ძალაუფლების და ფინანსური რესურსების პატრონები არიან.
    მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი სკანდალებისა, ალიევა ცდილობს აზერბაიჯანის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. 2004 წელს იგი იუნესკოს კეთილი ნების ელჩად დაინიშნა ფოლკლორისა და მუსიკალური ტრადიციების მხარდაჭერის გამო. მეჰრიბან ალიევამ პირველად 2005 წელს მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანის“ მხრიდან მიიღო მონაწილეობა მილი მეჯლისის(პარლამენტი) დეპუტატის არჩევნებში და გაიმარჯვა. მან ხმების 92% მიიღო. 2016 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა, რის შემდეგაც, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მეჰრიბანი აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა.

  • ჰყავს მეუღლე - ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სამი შვილი. მამა - არიფ ფაშაევი, ფიზიკისა და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო დედა -  აიდა იმანგულიევა, არაბისტი. ჰყავს და - ნარგიზ ფაშაევა, ფილოსოფიის დოქტორი.

  • არის აზერბაიჯანის მოქალაქე
  • მეჰრიბანი ცნობილია თავისი სილამაზით და ის ჰოლივუდის ვარსკვლავებზე "ხშირადაც" კი ხვდება სხვადასხვა გამომცემლობის გვერდებზე. ის აქტიურად მისდევს მოდას. მეჰრიბან ალიევას ახლო კავშირები აქვს ფრანგული კულტურის გამოჩენილ ადამიანებთან და ხშირად იწვევს მათ ბაქოში. ხალხის სიყვარულის და მისი გავლენის გათვალისწინებით, ხშირად ამბობენ, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანის მომავალი პრეზიდენტი სწორედ მეჰრიბან ალიევა გახდეს.

ეს პერსონა
Top