ილჰამ ალიევი (57 წლის)
  • აზერბაიჯანის პრეზიდენტი
  • 24 დეკემბერი, 1961 წელი - დაიბადა ბაქოში
  • სწავლობდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუში. 1985 წელს მოიპოვა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის წოდება. 

  • ისტორიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც აზერბაიჯანის რიგით მეოთხე პრეზიდენტი, აზერბაიჯანის წინა პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის შვილი. იგი პრეზიდენტად 2003 წელს აირჩიეს და აგერ უკვე 16 წელია იკავებს აღნიშნულ თანამდებობას.  2003 წლის 15 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევები. მოსახლეობის 76%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა ალიევის კანდიდატურას. საერთაშორისო დამკვირვებლების მონაცემებით, არჩევნებზე მრავალრიცხოვანი დარღვევები დაფიქსირდა. ოპოზიციამ არ აღიარა არჩევნების შედეგები. დემონსტრანტები ირწმუნებოდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ სინამდვილეში გაიმარჯვა მათი ბანაკის, ოპოზიციის წარმომადგენელმა, ისა გამბარმა. ქალაქის ცენტრში აქცია გამართეს, რასაც შეტაკება და მსხვერპლი მოჰყვა.  
    ილჰამ ალიევის პრეზიდენტობა აღინიშნებოდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სტაბილიზაციით. გაატარა მთელი რიგი რეფორმები პოლიტიკური ტემპერატურის დასაწევად. მიუხედავად ამისა, ის და მისი ოჯახის წევრები, არაერთხელ ამხილეს კორუფციაში. „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის, ენდრიუ ჰიგინსის მტკიცებით, ალიევის სამი შვილი დუბაიში $75 მილიონად შეფასებულ უძრავ ქონებას ფლობენ. „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული ფილიალის ჟურნალისტმა, ხადიჯა ისმაილოვამ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების შედეგად დაადგინა, რომ ალიევის ოჯახი აკონტროლებდა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა: „აზერფონი“, „აზენკო“, ხოლო აზერბაიჯანის უმსხვილეს ბანკში $3 მლრდ-ის აქტივებს ფლობდნენ. მმართველ ოჯახს ისმაილოვას გამოძიება ყურადღების მიღმა არ დარჩენია. გამომძიებელი ჟურნალისტი, აზერბაიჯანში წელიწად-ნახევრის განმავლობაში იხდიდა საპატიმრო სასჯელს, რომელიც 2016 წლის მაისში გაათავისუფლეს, თუმცა აკრძალული აქვს აზერბაიჯანის დატოვება.  გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალიევის ოჯახი ოთხ სხვადასხვა ოფშორულ კომპანიასთან პირდაპირ კავშირში იმყოფება. საერთაშორისო კრიტიკის საპასუხოდ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კრიტიკა ეფუძნება აკვიატებულ მიდგომას, რასაც ალიევი უწოდებს აზერბაიჯანის ავტორიტეტისადმი ზარალის მიყენების მცდელობას.

  • ჰყავს მეუღლე - მეჰრიბან ალიევა (აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი), სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი. მამა - ჰეიდარ ალიევი, აზერბაიჯანის რიგით მესამე პრეზიდენტი და კგბ-ის განყოფილების უფროსი, ხოლო დედა - ზარიფა ალიევა, ექიმი. მას ასევე ჰყავს უფროსი და - სევილ ალიევა.

  • არის აზერბაიჯანის მოქალაქე
  • მიუხედავად აზერბაიჯანის ავტორიტარული რეჟიმის მიმართ გლობალური კრიტიკისა, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ამერიკამ აზერბაიჯანის სამხედრო და უსაფრთხოების წვრთნებისთვის მილიონობოთ დოლარი დახარჯეს. აზერბაიჯანის მთავრობა ვაშინგტონის „გავლენების“ ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველია. 2014 წელს ლობისტების მომსახურებისთვის აზერბაიჯანმა $4მლნ. დახარჯა.  აზერბაიჯანის ენერგეტიკული მნიშვნელობა, ავღანეთში ამერიკული ჯარების მომარაგება და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეერთებულ შტატებთან ერთად ბრძოლა, თავისთავად, აზერბაიჯანს ანგარიშგასაწევ პარტნიორად წარმოადგენს. 

ეს პერსონა
Top