სერგი გვარჯალაძე (52 წლის)
  • პროექტ „ღამის ეკონომიკის“ მენეჯერი
  • 13 ნოემბერი, 1967 წელი
  • დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტი. სწავლობდა გერმანიაში, მიუნსტერის უნივერსიტეტში - ჟურნალისტიკის მიმართულებით.

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და მუსიკოსი. 90-იან წლებში იყო ჯგუფ Genetic Code - ის წვერი. ამ ბენდს პოპულარობა სიმღერა Artifical Love-მა მოუტანა. იმ პერიოდისთვის,  მისი საქმიანობა, შექმნილი პროდუქტი ინოვაციური იყო და საკმაოდ დიდი აღიარებაც მოუტანა მას. მალევე, სწავლა გერმანიაში, მიუნსტერის უნივერსიტეტში განაგრძო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, „მეორე არხზე“ დაიწყო მუშაობა. ყოველდღე 7 საათზე გადიოდა ეთერში და როგორც თავად ამბობს, აკეთებდა ყველაფერს, „რაც კი თავში დაარტყავდა“, თამამი იმიჯის შექმნის ნაწილი იყო ფრაზა ''მე სერგი გვარჯალაძე ვარ და ეს პრეზერვატივია'', რომელმაც ის ძალზე ცნობილი გახადა.
    ძირითადად, მუსიკალური ტიპის გადაცემები მიჰყავდა. იყო „როკი სმოკის“, „კომუნიკატორის“, „ჯეო პოპის“ წამყვანი და ხელმძღვანელი. იგი ამ გადაცემების ავტორი და პროდიუსერიც იყო. ტელემაუწყებელთან ურთიერთობის გარდა, მუშაობდა რადიოზეც და ორ საავტორო გადაცემა „მიუზიქჰოლსა“ და „მუზორამას“ ამზადებდა. ჟურნალისტობისა და ტელეპროდიუსერობის პარალელურად, რეჟისორის ამპლუასაც ირგებდა. 2005 წელს, მან გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი „ელექტრონავტები“, 2012 წელს კი „პლანეტა გლდანი“. 2013 წელს, ტელეკომპანია „იმედზე“ გადასვლის შემდეგ, იგი გაუძღვა შემეცნებით-გასართობ გადაცემას „იმედიატორს“. რამდენიმე წელში, მან თბილისის მერის კახი კალაძისგან შეთავაზება მიიღო, რომ გაძღოლოდა პროექტ „ღამის ეკონომიკას“ და ღამის თბილისი, შედარებით გამოეცოცხლებინა. გამხდარიყო შუამავალი ქალაქის ადგილობრივ მთავრობასა და ღამის ეკონომიკაში ჩართულ ბიზნესებსა და სტეიკჰოლდერებს შორის. სერგი, ამ წინადადებას  სიამოვნებით დათანხმდა და ასე გახდა „ღამის მერი“.

  • ჰყავს მეუღლე ანა აბაკელია

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • განსაკუთრებით, უყვარს მუსიკა.
  • „ღამის ეკონომიკის“ მენეჯერის გარდა, არის მუსიკალური ვებ-პორტალის ELECTRONAUTS-ის  მთავარი რედაქტორი. 2006-2007 წლებში, იგი მედია-კონსულტაციებს უწევდა და თანამშრომლობდა „ჯეოსელთან“, „აჭარა მიუზიქჰოლთან“, „ფონდ - ღია საზოგადოება საქართველოსთან“. იყო ყოველთვიური მუსიკალური ჟურნალის „ოზონის“ მთავარი რედაქტორი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top