ეს პერსონა ცნობილია, როგორც სამოქალაქო აქტივისტი. იგი მემარცხენე სტუდენტური მოძრაობის „აუდიტორია 115“-ის წვერია. მონაწილეობს სხვადასხვა აქციებში. იბრძოდა თსუ-ს თვითმმართველობის წინააღმდეგ, მოითხოვდა „განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანას, იცავდა მუშათა უფლებებს, აპროტესტებდა „პანორამა თბილისის“ მშენებლობას. იყო კამპანია „დაინახე რეალობის“ წევრი. ერთ-ერთი აქციაზე, სადაც ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებდა, სამართალმდაცავებმა ის ხულიგნობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს.
ამჟამად, მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.