ნაომი კემპბელი (49 წლის)
  • მოდელი
  • 22 მაისი, 1970 წელი - დაიბადა ლონდონში
  • მოდელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სუპერმოდელი, რომელსაც ვიზუალის გამო ზედმეტსახელი „შავი პანტერა“ შეარქვეს. 
    ნაომი ტელეეთერში პირველად 7 წლის ასაკში გამოჩნდა, როდესაც სხვა ბავშვებთან ერთად გადაიღეს ბობ მარლის კლიპში „Is This Love?”. ნაომი 15 წლის იყო, როდესაც სეირნობისას სამოდელო სააგენტო „Elit”-ის თანამშრომელმა ბეტ ბოლდტმა აღმოაჩინა. ბეტმა ნაომი კასტინგზე მიიწვია და უკვე რამდენიმე თვეში, ბრიტანული „Elle“-ის ყდაზე მოხვდა. 
    მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოდელის კარიერა სტაბილურად ვითარდებოდა. 1980-იანი წლების მიწურულს, ქრისტი ტარლინგტონმა, ლინდა ევანჯელისტამ და ნაომი კემპბელმა შექმნეს ტრიო, რომელიც თაობის ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი  გახდა.
    ნაომი არაერთხელ გახდა რასისტული დისკრიმინაციის მსხვერპლი. ტარლინგტონი და ევანჯელისტა ნაომის ყოველთვის გვერდში ედგნენ და მხარდასაჭერად  Dolce & Gabbana-ს განუცხადეს: “თუ ნაომის არ გამოიყვანთ პოდიუმზე, არც ჩვენ გამოვალთ“.  1988 წელს ნაომი გახდა პირველი შავკანიანი მოდელი, რომელიც ფრანგული „Vogue“-ის ყდაზე გამოჩნდა. ამავე წელს გამოჩნდა ამერიკული „Vogue“-ის გარეკანზეც, რაც შავკანიანი მოდელისთვის ასევე დიდ წარმატების ნიშანი იყო.  1990 წელს ჟურნალმა „Interview“-მ ნაომი ყველაზე წარმატებულ მოდელად დაასახელა. ამავე წელს მოდელების  „დიდმა ექვსეულმა“, მათ შორის ნაომი კემპბელმა მონაწილეობა მიიღო ჯორჯ მაიკლის ვიდეოში „Freedom! '90". 1991 წელს გამოჩნდა მაიკლ ჯექსონის ვიდეო-კლიპში „In the Closet“. 
    1998 წელს, ჟურნალმა „Time“-მა სუპერმოდელების ეპოქის დასასრული გამოაცხადა. იმავე წელს, ნაომიმ გამოუშვა წიგნი „გედი“, რომლისგან მიღებული მოგება სომალის წითელი ჯვრის ორგანიზაციას გადასცა. აღსანიშნავია, რომ ნაომის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა ნელსონ მანდელასთან და მას „ბაბუასაც“ კი ეძახდა. ნელსონ მანდელა კი ნაომის „საპატიო შვილიშვილს“ უწოდებდა. 
    სუპერმოდელი კარიერის განმავლობაში არაერთ სკანდალში გაეხვა. 1999 წელს, ნარკოდამოკიდებულებისა და ალკოჰოლიზმისგან განკურნების მიზნით, კემპბელმა დახმარებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრს მიაკითხა. მოდელის კოკაინისადმი სიყვარული არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ამის გარდა, ნაომი გამოირჩეოდა რასობრივი დისკრიმინაციის სერიოზულ მოწინააღმდეგედ. ის ხმამაღლა საუბრობდა მოდის ინდუსტრიაში არსებულ დისკრიმინაციულ სტანდარტებზე. 
    დღესდღეობით, ნაომი ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში და პარალელურად, სხვადასხვა მოდის ჟურნალის გარეკანზეც ჩნდება ხოლმე.

  • არ არის დაქორწინებული. 1993 წელს დაინიშნა ადამ კლეიტონზე, რომელსაც 1994 წელს დაშორდა. 1998 წელს დაინიშნა ფლავია ბრიატორზე, იტალიელ ბიზნესმენზე, რომელსაც 2003 წელს დაშორდა. 
    დედა - ვალერი მორისი, მოცეკვავე. მამა ნაომის არასდროს უნახავს, რადგან დედამისი 4 თვის ორსული იყო, როდესაც ქმარმა მიატოვა. 

  • არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე
  • მეგობრობს ქეით მოსთან, სინდი კროუფორდთან, დონატელა ვერსაჩესთან, აშერთან, რიანასთან...

  • მისი ჰობია იოგა და ცურვა.
ეს პერსონა
Top