ტაირა ბენქსი (45 წლის)
  • მოდელი
  • 04 დეკემბერი, 1973 წელი - დაიბადა კალიფორნიაში
  • 2011 წელს ბენქსმა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში მენეჯმენტის პროგრამაზე დაიწყო სწავლა და ერთ წელიწადში მიიღო სერტიფიკატი.

  • მოდელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მოდელი, მსახიობი, სატელევიზიო პერსონა და ბიზნესვუმენი. სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო და გახდა პირველი აფრო-ამერიკელი წარმომავლობის ქალი, რომელიც ჟურნალ „GQ“-სა და „Sports Illustrated“-ის გარეკანზე გამოჩნდა. ბენქსი, ასევე „ვიქტორია სეკრეტის“ ანგელოზი იყო 1997-2005 წლებში.  2000- იანი წლების დასაწყისში, ტაირამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელის სტატუსი მოიპოვა.
    მისი სატელევიზიო კარიერა ამერიკულ კომედიაში „პრინცი ბევერლი ჰილზში“(1996) თამაშით დაიწყო, სადაც ჯეკი ეიმზის როლს ასრულებდა. 2003 წელს ბენქსმა რეალითი შოუს სამყაროში შეაბიჯა: შექმნა, მიყავდა და პროდიუსინგს უკეთებდა გადაცემას „America's Next Top Model“. 2011 წელს გამოაქვეყნა წიგნი - „მოდელის სამყარო“, რომელშიც საკუთარ სამოდელო გამოცდილებაზე საუბრობს. 
    აღსანიშნავია, რომ ტაირა ბენქს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა სუპერმოდელ ნაომი ქემბელთან. როგორც ჟურნალები წერდნენ, ამ დაძაბულობას თავად ნაომი ქმნიდა, რადგან ტაირას სახით ახალი კონკურენტის ეშინოდა. თავად ტაირამ კი ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ: „ხალხმა არ იცოდა, რომ ღამით, როცა სახლში ვბრუნდებოდი, ვტიროდი, რადგან ქალს, რომელიც ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო, არ სურდა, რომ მე იქ, ქასთინგებზე ვყოფილიყავი“. მოგვიანებით, ორმა სუპერმოდელმა ურთიერთობა დაალაგეს. 2005 წელს ბენქსმა ნაომი თავის შოუში „The Tyra Banks Show“-ში მიიწვია, სადაც მათ შორის არსებულ დაძაბულობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს შეცდომები მიუტევეს. 
    45 წლის ასაკში, ტაირა „Sports Illustrated“-ის გარეკანზე კვლავ დაბრუნდა,  ხოლო ამ ფაქტს ინსტაგრამ გვერდზე შემდეგი პოსტი მიუძღვა: „დღეს, 22 წლის შემდეგ, ლოგინიდან ყოველდღე იმიტომ ვდგები, რომ ყველას დავანახო, რომ ყოფილი მოდელი შეიძლება იყოს ძლიერი ლიდერი, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს მიერ ვიწროდ განსაზღვრული სილამაზის სტანდარტები შეცვალოს.“

  • არ არის დაქორწინებული. აქვს დიდხნიანი რომანი ნორვეგიელ ფოტოგრაფთან, ერიკ ასლასთან. ჰყავთ საერთო შვილი - იორკ ასლა. დედა - კაროლინ ლონდონი, სამედიცინო ფოტოგრაფი, ხოლო მამა - დონალდ ბენქსი, კომპიუტერების კონსულტანტი. ჰყავს უფროსი ძმა - დევინი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ბიონსესთან, ჰეიდი კლუმთან, ბასტა რაიმსთან, უილ სმიტთან...

  • მისი ჰობია ხატვა და თხილამურებით სრიალი.
ეს პერსონა
Top