ირაკლი აბუსერიძე (41 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 25 ნოემბერი, 1977 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით

  • ფინანსისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი სპორტული კარიერით. იგი 15-ჯერ იყო საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი. მსოფლიო თასის 3-გზის მონაწილე და ერთა თასის 5-გზის ჩემპიონი. ამჟამად, აბუსერიძე საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია, პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული დეპუტატი.

  • ჰყავს მეუღლე თეა კვიჟინაძე და 4 შვილი, 2 ქალიშვილი და 2 ვაჟი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • აბუსერიძის სარაგბო კარიერა 1995 წლიდან დაიწყო. იყო საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრებისა და საქართველოს შვიდკაცა რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშე. ასევე, ასპარეზობდა სარაგბო კლუბ „ორიკაში“ და „ორლიანში“. 2007-2013 წლებში იყო საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გუნდის კაპიტანი, 2013 - 2015 წლებში კი საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი. ეროვნულ ნაკრებში მას 85 თამაში აქვს ჩატარებული და ჯამში 25 ქულა აქვს მოპოვებული. 2016 წლიდან იგი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია. სხვადასხვა წლებში იგი განსხვავებული კომიტეტების წევრი იყო, კერძოდ,  2018 წელს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ასევე იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი. 2013 წელს მიღებული აქვს სპორტის რაინდის წოდება. 2001-2010 წლებში კი ღირსების მედლითა და ღირსების ორდენით არის დაჯილდოებული.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top