არჩილ გამზარდია (40 წლის)
  • ანალიტიკოსი
  • 02 ივლისი, 1979 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი, საერთაშორისო კომუნიკაციების სპეციალობით. ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა საზოგადოებრივ ურთიერთობებზე. ასევე, უმაღლესი განათლება მიიღო  თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობით. 

  • საერთაშორისო კომუნიკაციების სპეციალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ანალიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი. ამჟამად, არის საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევის და განვითარების ცენტრის დირექტორი. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად. იყო ტელეკომპანია „იბერიის“ პოლიტიკური თოქ-შოუსა და ახალი ამბების წამყვანი. 2015 წლიდან კი ტელეკომპანია “GDS-ზე“ გადასვლის შემდეგ, ჯერ არხის მრჩევლის თანამდებობა მოირგო, შემდეგ კი საზოგადოებრივი-პოლიტიკური გადაცემის „კვირის 2030“-ის პროდიუსერობა და წამყვანობა. 2018 წლიდან კვლავ საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა  და პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ამ პერიოდიდან, მან აქტიურად დაიწყო „ოცნების“ კრიტიკა. 9 წლის განმავლობაში ასწავლიდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში. თუმცა, 2015 წელს იგი უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს.

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ბოლო პერიოდია, რაც სოფლის ცხოვრებით დაინტერესდა და პატარა ნაკვეთიც კი იყიდა თიანეთში. სახლიც ააშენა, ხილ-ბოსტნეულიც მოიყვანა და აქედან მოყოლებული ცდილობს, რომ თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად იქ გაატაროს. „ვისაც სადმე აქვს სოფელი და იქ ასვლა ეზარება, ვერ ხვდება, რამხელა განძს ფლობს“ - აღნიშნავს ის. მღერის, როდესაც ბოსტანში მუშაობს, სიამოვნებს მეუღლესთან ერთად სეირნობა, ამაყობს შვილების ყურებით, ერიდება ინტრიგან ადამიანებს, სურს სიმშვიდე და ენატრება ბავშვობა. 90-იან წლების პერიოდის გახსენებისას, ამბობს, რომ მთელი ბავშვობა და მოზარდობის ხანა „ზვიადისტი“ იყო. „ეს იყო ადამიანი, რომელიც მნუსხავდა, რწმენით მავსებდა და მაჯერებდა“ - წერს ის.
  • გამზარდია არის დარგობრივი სპეციალისტი, სხვადასხვა ტრენინგ ცენტრისა და დამოუკიდებელი ტრენერი. იკვლევს მეცნიერულად იმ დარგებს, რომელიც საქართველოში სამეცნიერო  და ანალიტიკურ დონეზე  არ შეისწავლება. მისი კვლევის ინტერესებია: საზოგადოებრივი კომუნიკაციები და პოლიტიკური პიარტექნოლოგიები.

ეს პერსონა
Top