დავით ბირკაძე
  • ჟურნალისტი
  • დაამთავრა თბილისის აგრარული უნივერსიტეტის აგროეკოლოგია - საკვებწარმოების ტექნოლოგია

  • აგროეკოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი ჟურნალისტური საქმიანობით. მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მიჰყავდა გადაცემა „ჩემი ფერმა“, რომელიც, ძირითადად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ თემატიკას შეეხებოდა. 2013 წლიდან მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაიწყო, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში. იყო, ასევე სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი.

  • ჰყავს მეუღლე და შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • თავისი საქმიანობის პარალელურად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც აქტიურად აკვირდება და საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე „გავრილოვის ღამის“ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ კობახიძის გადადგომა სწორი ნაბიჯი იყო, გახარიას თანამდებობიდან წასვლის აზრს ვერ ხედავს, მოითხოვს ყველა პოლიტიკოსის, სამართალდამცავისა თუ დამნაშავის დასჯას, რომელთაც ბრალი მიუძღვით დესტრუქციულ ქმედებებში. რაც შეეხება, ნულოვან ბარიერს, ცოტა არ იყოს სკეპტიკურად უყურებს და ვერ იგებს „თუ რა სპორტია ეს“. Youtube-ზე აქვს საკუთარი გვერდი სახელწოდებით „აგრო ბიბლიოთეკა“.

ეს პერსონა
Top