პავლო კლიმკინი (52 წლის)
  • უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
  • 25 დეკემბერი, 1967 წელი - დაიბადა კურსკში
  • 1991 წელს დაამთავრა მოსკოვის ფიზიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალაბრის დიპლომი მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით.

  • პოლიტიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც უკრაინელი დიპლომატი და უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.
    დიპლომატიური საქმიანობა 1993 წლიდან დაიწყო, როდესაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმდა. 1997 წლიდან, კლიმკინი უშუალოდ მომავალი ვიცე-პრემიერის, კონსტანტინე გრიშენკოსთვის მუშაობდა, რომელმაც დიპლომატი, მოგვიანებით თავის მოადგილედ დანიშნა. 2004 წლიდან 2008 წლამდე, ის დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩოს მრჩევლად მუშაობდა, ხოლო 2008 წლიდან კლიმკინი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის განყოფილების დირექტორად დაინიშნა. 2010 წლიდან, პავლო კლიმკინი გახდა უკრაინის ელჩი გერმანიაში. 
    2014 წლის 19 ივნისს, უკრაინის უმაღლესმა რადამ კლიმკინის კანდიდატურა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ხმათა უმრავლესობით დაადასტურა. სამაუწყებლო კომპანია „NBC“-ის თანახმად, კლიმკინი „[....] ევროპული ინტეგრაციის ერთგულია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში [....].“
    2019 წელს პავლო კლიმკინმა ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციამდე, თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა.

  • ჰყავს ცოლი - მარინა მიხაილენკო, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელზეც 2015 წელს იქორწინა. 
    პირველი ცოლი - ნატალია კლიმკინი, დიპლომატი. ჰყავთ ორი შვილი.

  • არის უკრაინის მოქალაქე
ეს პერსონა
Top