შერონ სტოუნი (61 წლის)
  • მსახიობი
  • 10 მარტი, 1958 წელი - დაიბადა მიდვილში, აშშ-ში
  • სწავლობდა პენსილვანიის ედინბოროს უნივერსიტეტში

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი და ჰოლივუდის „სექს-სიმბოლო“, რომელმაც საერთაშორისო აღიარება 90-იან წლების დასაწყისში ფილმებში შესრულებული როლებით მოიპოვა. 
    შერონ სტოუნმა კარიერა მოდელობით დაიწყო, როდესაც 1977 წელს „ფორდის“ სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი. 1980 წელს გადაწყვიტა, რომ მსახიობობას გაჰყოლოდა და კარიერის შესაქმნელად ნიუ-იორკში დაბრუნდა. 80-იანი წლების მეორე ნახევარში შერონ სტოუნი გამოჩნდა ფილმებში: „შეუთავსებელი წინააღმდეგობანი“(1984), „მეფე სოლომონის მახვილი“(1985), „კანონგარეშე“(1988) და ა.შ.
    1990-იან წლებში იწყება მსახიობის კარიერული წინსვა. შერონ სტოუნმა არნოლდ შვარცნეგერთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში „გაიხსენე ყველაფერი“(1990). ფილმაა კრტიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მოიპოვა, ხოლო მისმა შემოსავალმა 261.2 მლნ დოლარი შეადგინა. 1992 წელს მონაწილეობდა პოლ ვერჰოვენის ეროტიკულ ფილმში „ძირითადი ინსტიქტი“, რომელმაც მსახიობს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ამის შემდეგ მსახიობი გამოჩნდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ვერცხლი“(1993), „გზაჯვარედინი“(1994), „სპეციალისტი“(1994) და ა.შ. 1995 წელს შერონ სტოუნი რობერტ დე ნიროსთან ერთად მონაწილეობდა ფილმში „კაზინო“, რომელმაც მსახიობს ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია მოუტანა. 2000 წელს შერონ სტოუნმა ითამაშა ფილმში „ამ კედლებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ 2“, რომელშიც მსახიობი ლესბოსელის პერსონაჟშ განასახიერებს, რომელიც ცდილობს ოჯახის შექმნას. შესრულებული როლისთვის, კრტიკისობმა მსახიობი კიდევ ერთხელ შეაქეს. 
    2010 წლიდან მსახიობმა მონაწილეობა მიიღო სერიალში „კანონი და წესრიგი“, რომელშიც ჯო მარლოვის პერსონაჟი განასახიერა. მისი ყველაზე ცნობილი ფილმები, რომლებიც 2010 წლიდან გამოვიდა, არის: „დედები და შვილები“(2016), „კატასტროფული არტისტი“(2017), „მოზაიკა“(2017). 2019 წლიდან მონაწილეობს Netflix-ის სერიალში „რატშედი“.
    აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი, შერონ სტოუნი 2011 წლის 4 ივნისს თბილისში ჩამოვიდა. ის "აგვისტოს 5 დღის" პირველ საპრემიერო ჩვენებას დაესწრო. 

  • ამჟამად არ არის დაქორწინებული. 
    1993 წელს დაინიშნა უილიამ ჯეი მაკდონალდზე, პროდიუსერი, რომელსაც 1994 წელს დაშორდა. იმავე წელს დაინიშნა ბობ ვაგნერზე, რომელსაც მალე დაშორდა.
    პირველი ქმარი - ფილ ბრონშტეინი, რედაქტორი, რომელსაც 2003 წელს დაშორდა. მათ 2000 წელს იშვილეს ბავშვი.
    ამის შემდგომ, სტოუნმა იშვილა სამი შვილი, რომელთნაც ერთად დასავლეთ ჰოლივუდში ცხოვრობს.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ზოი სალდანასთან, მადონასთან, მაიკლ დუგლასთან, ანტონიო ბანდერასთან...

  • მისი ჰობია ვარჯიში.
ეს პერსონა
Top