ნიკო ბუსტოსი
  • ფოტოგრაფი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ესპანური „Vogue“-ს ექსკლუზიური ფოტოგრაფი. წარმოშობით ესპანელმა ხელოვანმა, თავისი უნაკლო გლამურული სტილით მალევე მიიქცია მოდის კრიტიკოსთა ყურადღება.  ბუსტოს მოიხსენიებენ, როგორც ესპანური მოდის ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფად. მისი ფოტოები  ექსპერისული ძალითა და გრაფიკული ეფექტებით არის ცნობილი. ის ხშირად ოცნებობდა ისეთ ქალებზე, როგორებიც არიან:  სოფი ლორენი, მერლინ მონრო, ლოლა ფლორესი - ქალები, რომლებიც სილამაზისა და მაღალი საზოგადოების სტატუს განასახიერებდნენ.
    ნიკო 15 წლის იყო, როდესაც მამამისმა შავ-თეთრი ფირის დასამუშავებელი ნაკრები უყიდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ექსპერიმენტების ჩატარებას სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. 
    „Vogue“-ს გარდა, ნიკო ესპანური „Harper’s Bazaar“-ის ექსკლუზიური ფოტოგრაფიც იყო. ორი წლის განმავლობაში „Mango”-ს კამპანიებს იღებდა. 2004 წელს ესპანეთის ეროვნული ფოტოგრაფიის ჯილდო მოიპოვა. ბუსტოსმა შექმნა საკუთარი პორტრეტის სტილი, რომელიც მის შინაგან სამყაროს ასახავს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მოდელებთან, როგორებიც არიან : ირინა შეიკი, ნაომი ქემბელი, კარლი კლოსი, კლაუდია შიფერი, ნატალია ვოდიონოვა და ა.შ.

  • არის ესპანეთის მოქალაქე
ეს პერსონა
Top