გიორგი გასვიანი (25 წლის)
  • ტელეწამყვანი
  • 08 მარტი, 1994 წელი - დაიბადა აფხაზეთში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჟურნალისტი და ტელეწამყვანი. იგი ფართო საზოგადოებამ ტელეკომპანია „იბერიიდან“ გაიცნო, სადაც მიჰყავდა პოლიტიკური-საზოგადოებრივი თოქ-შოუ „პრიორიტეტი“ და „ფაბრიკა“. მისი გადაცემები გამოირჩეოდა სკანდალურობითა და დაპირისპირებებით. უმეტეს შემთხვევებში, რესპოდენტებს შორის ხდებოდა ჩხუბი, სიტყვიერი შეურაცხყოფები, რომლის დროსაც გიორგი გამშველებლის როლსაც ირგებდა. ჟურნალისტად მუშაობის პერიოდში იგი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც კი გამხდარა პოლიციელების მხრიდან. „იბერიიდან“  წამოსვლის შემდეგ, გასვიანმა მუშაობა დაიწყო „იმედში“ გადაცემა „სიცრიუს დეტექტორის“ წამყვანად. მისი ქარიზმა, ხმის ტემბრი, გარეგნული მხარე, დამაჯერებელი ჰაბიტუსი გადაცემას დადებით ელფერს მატებს და უფრო საინტერესოს ხდის.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ახლო ურთიერთობა აქვს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან, მსახიობებთან, ჟურნალისტებთან. განსაკუთრებით, მაკა რაზმაძესთან, ნოე სულაბერიძესთან, ირაკლი კაკაბაძესთან და ა.შ...

  • მსახიობისა და ტელეწამყვანისთვის აფხაზეთის თემატიკა განსაკუთრებულად სენსიტიური და ამაღელვებელია. მას სჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც აფხაზეთს საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს და დევნილის სტატუსის მატარებელიც აღარ იქნება. ამბობს, რომ ოცნებობს ქვეყნის გაერთიანებაზე, სურს იყოს მეტად თავისუფალი, შეუძლია გავლენა იქონიოს ადამიანებზე და აინტერესებს მათი ფსიქიკა, ეძებს საკუთარ პროფესიაში ახალ გზებს, შურს მტკიცე ნებისყოფის, მალავს ნაკლოვანებებს, უხარია გამარჯვება, უკვირს ცილისწამება. მისთვის გმირები არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეცვალონ დამყაყებული რეალობა, მისი მხატვრული გმირია მოსე, ზნეობრივი და სულიერი ლიდერი, საყვარელი მწერალია თეოდორე დოსტოევსკი და ნიკო ლორთქიფანიძე; საყვარელი კომპოზიტორი: ვაგნერი, მოცარტი, ჩაიკოვსკი, საყვარელი ფილმი - „გზა“, მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების თავისუფლებაა. გამოირჩევა იუმორის გრძნობით და ლექსების მხატვრული კითხვით.
  • მუშაობდა რადიო „დარდიმანდსა“ და რადიო „ფორტუნაში“, სადაც მიჰყავდა მუსიკალური გადაცემები. სხვადასხვა დროს იყო „აჭარის“, „რუსთავი 2“-ისა და „მაესტროს“ ხმის მსახიობი. თამაშობდა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრსა და სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. არის ახმეტელის თეატრის მსახიობი.

ეს პერსონა
Top