მონიკა ბელუჩი (55 წლის)
  • იტალიელი მსახიობი და ფოტომოდელი
  • 30 სექტემბერი, 1964 წელი - დაიბადა ჩიტა დი კასტელოში
  • სწავლობდა პერუჯის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა 1 წლის შემდეგ სწავლა მიატოვა.

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც იტალიელი მსახიობი და მოდელი. ბელუჩიმ მოღვაწეობა სამოდელო კარიერით დაიწყო. უნივერსიტეტში სწავლის ფულის შესაგროვევლად ბელუჩიმ მოდელობა დაიწყო, რამაც მის სამომავლო სამოდელო კარიერას ჩაუყარა საფუძველი. 1988 წელს ბელუჩი ევროპის მოდის ცენტრში, მილანში გადავიდა საცხოვრებლად. მალევე გააფორმა კონტრაქტი სამოდელო სააგენტო „Elite Model Management” -თან. მიუხედავად მისი წარმატებული სამოდელო კარიერისა, ბელუჩიმ სამსახიობო კარიერაზე გადაინაცვლა და სამსახიობო კურსებზე დაიწყო სიარული.
    ბელუჩის სატელევიზიო დებიუტი ამერიკულ ფილმში „ბრემ სტოკერის დრაკულა“-ში მონაწილეობით, რომელიც 1992 წელს გამოვიდა. იგი საერთაშორისო აუდიტორიისთვის პოპულარული გახდა შემდეგი ფილმებით: „მალენა“(2000), „მგლების საძმო“(2001) და „შეუქცევადი“(2002). 50 წლის ასაკში ბელუჩი გახდა „ჯეიმს ბონდის“ ყველაზე ასაკოვანი გოგონა, რომელსაც ოდესმე უთამაშია „ჯეიმს ბონდის“ საკულტო ფილმებში. 2004 წელს ბელუჩიმ შეასრულა მარიამ მაგდალენას როლი მელ გიბსონის ფილმში „ქრისტეს ვნებანი“. დოკუმენტურ ფილმში „დიდი შეკითხვა“ მან განაცხადა, რომ: „მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ და დაინტერესებული ვარ ყველა რელიიგით, მე აგნოსტი ვარ. მე მწამს იდუმალი ენერგიის, რომელიც ბუნებასა და ადამიანებს აერთიანებს.“

  • არის განქორწინებული. პირველი მეუღლე - კლაუდიო ბასო, ფოტოგრაფი, რომელსაც 1994 წელს დაშორდა. მეორე მეუღლე - ვინსენტ კასელი, მსახიობი. დაშორდა 2013 წელს. ჰყავთ ორი საერთო შვილი - დევა და ლეონი. დედა - ბრუნელა ბრიგანტი, ხოლო მამა - პასქუალე ბელუჩი.

  • არის იტალიის მოქალაქე
  • მეგობრობს დანიელ ქრეიგთან, დოლჩე და სტეფანო გაბანასთან ...

  • ბელუჩი სრულყოფილად ფლობს იტალირ, ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებს და ამ ენებზე გადაღებულ არა ერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. 

ეს პერსონა
Top