ლევან გელბახიანი (21 წლის)
  • მსახიობი, მოცეკვავე
  • 30 დეკემბერი, 1997 წელი - დაიბადა ჭიათურაში
  • სწავლობდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლის თეატრალურ ფაკულტეტზე

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც 2019 წლის „კანის ფესტივალის“ აღმოჩენა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ იგი ფესტივალის 15 კინოვასრკვლავს შორის დაასახელა. ლევანმა ითამაშა რეჟისორ ლევან აკინის ფილმ „And Then We Danced“-ში. ამ ფილმის პრემიერა, სწორედ კანში შედგა და მან 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. იგი მოცეკვავე გეი წყვილის სასიყვარულო ურთიერთობებზე მოგვითხრობს და გვიყვება მერაბის ისტორიას (რომელსაც გელბახიანი თამაშობს), რომელსაც თავდავიწყებით უყვარდება მისივე ანსამბლის წევრი ირაკლი. ამ ფილმმა შეძლო და ასახა ქვეყანაში დაგროვებული პრობლემები და უმცირესობათა მიმართ განწყობები. ლევანის ნიჭიერება და გამორჩეული როლი შეაფასა ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr-მ და აღნიშნა, რომ „მას ოსტატურად გადავყავართ ქართული გეი რომანის სამყაროში“.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მსახიობობის გარდა, არის მოცეკვავე, ფიზიკური თეატრისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის განხრით. ბავშვობაში თამაშობდა სოხუმისა და მარჯანიშვილის თეატრებში დადგმულ სპექტაკლებში.

ეს პერსონა
Top