დათო გორგილაძე
  • მწერალი და ბლოგერი
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე. სამაგისტრო კურსს გადიოდა ამავე უნივერსიტეტის მედია ტექნოლოგიების მიმართულებით

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მწერალი და პუბლიცისტი. არის ცნობილი ქართული საგანმანათლებლო ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ის ექსპერტ-ბლოგერი. საკუთარ ტექსტებში, ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ თემებს ეხება. ასევე, წერს პორტრეტებს მისთვის საინტერესო და საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებზე. ამბობს, რომ წერს მხოლოდ იმდენს, რომ მისი, როგორც ავტორის პულსი მთლიანად არ გაჩერდეს. მაგრამ, ზოგჯერ იძლებულია მიმართოს თვითცენზურასაც და თითოეული მკითხველის შეფასებაზე იფიქროს. საკუთარი ბლოგების გარდა, იგი თავისი სათქმელის გამოხატვას ფეისბუქის საშუალებითაც ცდილობს. ხშირად, აქვეყნებს ცინიკურ თუ კრიტიკულ პოსტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდია, მისი სამიზნე ირაკლი ოქრუაშვილი გახდა და სარკასტულ-ალეგორიული კომენტარებითა თუ გამოხმაურებებით მთლიანად გააკრიტიკა ოქრუაშვილის ყველა ნათქვამი თუ ქმედება. შექმნა მისი „ციტატათა-სერია“. „შემიძლია დოლართან გიშუამდგომლოთ - ირაკლი ოქრუაშვილი“, „ვეუბნებოდი ჰიტლერს, არ გინდა გამწვავება-მეთქი - ირაკლი ოქრუაშვილი“, „იოანე ოქროპირი ჩემი სასულიერო ფესვდონიმია - ირაკლი ოქრუაშვილი“ და ა.შ.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს ძაღლები. მისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალი“ და დანიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“.
  • იყო ინტელექტკლუბის წევრი. მუშაობდა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და მიჰყავდა დილის გადაცემა. არის არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. 2018 წელს ინტელექტმა გამოსცა მისი მოთხრობების წიგნი „ღმერთი სამსახურშია“.

ეს პერსონა
Top