ბექა ადამაშვილი
  • მწერალი
  • 2007 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის ჟურნალისტიკისა და სოციალური მედიის ფაკულტეტზე.

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი სამწერლობო საქმიანობით. პირველი წარმატება მას სატირულმა რომანმა „ბესტსელერმა“ მოუტანა. მისი თქმით, ეს არი „სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა“ ჟანრის რომანი ლიტერატურაზე, ლიტერატურულ კლიშეებზე, ცნობილ მწერლებზე, არანაკლებ ცნობილ პერსონაჟებზე, და ყველაფერზე იმაზე, რაც წიგნებში სასიამოვნო ემოციებს გიშლით, ან უბრალოდ - ნერვებს. მისი ეს წიგნი, საკმაოდ, პოპულარული და მოთხოვნადი გახდა მკითხევლთა შორის. მოხვდა ისეთ ლიტერატურული პრემიების შორთლისტებში, როგორებიცაა: „საბა“ და „წინანდლის პრემია“. 2019 წელს იგი ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა რომანისთვის „ამ რომანში ყველა კვდება“. იუმორის გრძნობა და მსოფლიო ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა, მარკეტინგულ და სარეკლამო უნარებთან ერთად, მის პროზას უაღრესად სახალისოს ხდის. კრიტიკოსების თქმით, ის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ავტორია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ბექა ადამაშვილისთვის კითხვა ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. ამბობს, რომ შეუძლებელია დაწერო კარგად თუ კითხვა არ გიყვარს. მისთვის მეგორბები არიან ის ადამიანები, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობს. სიყვარული კი ბექასთვის „ვერტიკალურია და თან ბრუნვადი“.
  • წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. მისი მოთხრობები იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებსა თუ გაზეთებში. ერთ-ერთი მოთხრობა სახელწოდებით „წვიმის წვეთი“ შევიდა ქიმიის სასკოლო სახელმძღვანელოში. 2009 - წლიდან 2013-წლამდე მუდმივად აქვეყნებდა სატირულ-იუმორისტულ სტატიებს საკუთარ ბლოგზე. 2013 წელს მან მონაწილეობა მიიღო „შემოდგომის ლეგენდის“ ლიტერატურულ კონკურსში, სადაც მის მიერ დაწერილმა მოთხრობამ "XXVIII: წერტილი", პირველი  ჯილდოც მოუტანა. იგი ასევე, სცენარისტად მუშაობდა ცნობილ პოლიტიკურ-სატირულ შოუში სახელად „ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური აბები“. ამჟამად, კომპანია „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორია.

ეს პერსონა
Top