ჯერემი კორბინი (70 წლის)
  • ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი
  • 26 მაისი, 1949 წელი - დაიბადა ჩიპენჰემში, ინგლისში
  • სწავლობდა ჩრდილოეთ ლონდონის უნივერსიტეტში, თუმცა ერთი წლის შემდეგ სწავლა მიატოვა.

  • პოლიტიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ბრიტანელი პოლიტიკოსი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. 
    კორბინი პატარობიდან პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდა იყო. ლეიბორისტულ პარტიას ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში შეუერთდა. სკოლის დამთავრების შემდეგ,  ადგილობრივ გაზეთში რეპორტიორად მუშაობდა. 19 წლისას მოხალისედ გაემგზავრა იამაიკაში და ახალგაზრდებს გეოგრაფიას ასწავლიდა. 1971 წელს დიდ ბრიტანეთში ბრუნდება. 25 წლის იყო, როდესაც ლონდონის ადგილობრივ საბჭოში აირჩიეს. შემდგომ კი, სამსახური საჯარო მოსამსახურეთა ეროვნულ კავშირში გააგრძელა. 1983 წელს საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კორბინი პარლამენტის წევრი გახდა. პარლამენტში მუშაობის პარალელურად, ის ყოველკვირეულად წერდა ნაშრომებს მემარცხენე გაზეთისთვის „Morning Star“. ამავე წელს, პოლიტიკოსი აქტიურად იყო ჩართული ლგბტ პირთა უფლებების დაცვის კამპანიაში. კობინის თქმით, ვერანაირი სოციალიზმი ვერ გაიმარჯვებდა თუ სექსუალური უმცირესობების უფლებები არ ქინებოდა სათანადოდ დაცული. 
    აღსანიშნავია, რომ კორბინი  თავისი მკვეთრად მემარცხენე შეხედულებებითაა ცნობილი, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში. „კორბინომიკა“ – ასე დაარქვეს მის პლატფორმას ჟურნალისტებმა და ის ითვალისწინებს მსხვილი კომპანიების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნებას, მათ შორის ელექტროენერგიის და გაზის მიმწოდებელი „დიდი ექვსეულის“, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის 90%-ს აკონტროლებენ. რადიკალური შეხედულებების გამო, ლეიბორისტების 13 წლიანი მმართველობის დროს(1997-2010), ტონი ბლერისა და გორდონ ბრაუნის პრემიერ-მინისტრობის დროს, კორბინისთვის სამინისტროში მუშაობა არცერთხელ არ შეუთავაზებიათ. 
    2015 წლის გენერალურ არჩევნებში პარტიის დამარცხების გამო პოსტიდან გადადგა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ედ მილიბენდი, ხოლო მისი ადგილი ჯერემი კორბინმა დაიკავა.  2017 წლის ივნისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ჯერემი კორბინის ლიდერობით ლეიბორისტებმა წინა შედეგი გააუმჯობესეს, თუმცა გამარჯვება მაინც ვერ მოახერხეს. მიუხედავად ამისა ჯერემი კორბინი კვლავ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტს იკავებს. ის გახლავთ Brexit-ის სერიოზული მოწინააღმდეგე და განმეორებითი რეფერენდუმის გამართვის ინიციატივას უჭერს მხარს.

  • ამჟამად არ არის დაქორწინებული.
    პირველი ცოლი - ჯეინ ჩეპმენი, პროფესორი, რომელსაც 1979 წელს გაშორდა.
    მეორე ცოლი - კლაუდია ბრაჩეტა, რომელზეც 1987 წელს იქორწინა. ჰყავთ სამი შვილი. წყვილი ერთმანეთს 1999 წელს დაშორდა.
    დედა - ნაომი ლავდეი, მათემატიკის მასწავლებელი, ხოლო მამა - დევიდ ბენჯამინ კორბინი, ელექტრიკოსი. 

  • არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე
ეს პერსონა
Top