მარიამ გაფრინდაშვილი (30 წლის)
  • ჟურნალისტი
  • 09 აგვისტო, 1989 წელი
  • დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკა. სწავლობდა დოკუმენტური კინოს რეჟისურას

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი. იგი, მუდამ ცხელ წერტილთა ეპიცნეტრშია და ძირითადად, სკანდალურ, რეზონანსულ, კრიმინალურ და საგამოძიებო თემებზე მუშაობს.
    გაფრინდაშვილის სიუჟეტები, ხშირად პროვოკაციული, გარკვეულ ადამიანთა დისკრედიტიაციისკენ მიმართული და ყალბი ინფორმაციის შემცველია. მაგ. მან გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს კოკა ყანდიაშვილსა და ლელა კურდღელაშვილს ჰქონდათ სპეციალურ „ტროლების ქარხანა“, რომელიც „ქართული ოცნების“ დაკვეთას ასრულებდა და გარკვეულ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციას ახდენდა. გაფრინდაშვილს, ამ სიუჟეტის გამო, ქარტიაშიც კი უჩივლეს და ხუთი სხვადასხვა პრინციპის დარღვევაში დასდეს ბრალი. მომჩივანმა ლელა კურდღელაშვილმა, მას ყველა პუნქტში მოუგო და საბოლოოდ, ფარდა ახადა მისი ტყუილებს, “ჟურნალისტურ გამოძიებებს“, მის ნულამდე დასულ პროფესიულ კომპეტენციას. ეს, მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითია, თუ როგორ მუშაობს „საქართველოს ნომერ პირველი ტელევიზიის“ „გამორჩეული“ ჟურნალისტი, რომელიც გამოგონილი სკანდალური თემებით ცდილობს, საზოგადოების ტყუილის მარათონში ჩართვას და ამის საფუძველზე, საკუთარი პარტიის იდეოლოგიის გავრცელებას.

  • დაოჯახებული არ არის და ჯერ არც გეგმავს ოჯახის შექმნას.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ამბობს, რომ მან ჟურნალისტიკაში საკუთარი თავი ამოწურა და სწავლის გაგრძელება სურს.
  • მისი კარიერული გზა 2009 წელს იწყება. როდესაც, „რუსთავი 2“-ში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა. თავდაპირველად, აქციებს აშუქებდა და 24 საათი ქუჩაში იმყოფებოდა.

ეს პერსონა
Top