იდა ბახტურიძე
  • უფლებადამცველი
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერული კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი. ის აქტიურად არის ჩართული ფემინისტურ აქტივიზმში. დაარსების დღიდან იყო ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. ამჟამად, მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის“ საქართველოს ოფისში, გენდერული პროგრამების კოორდინატორად. ის არის ერთ-ერთი ავტორი პლატფორმისა „ქალები საქართველოდან“. იგი ხშირად ურთიერთობს მასმედიასთან და განიხილავს უმცირესობების, ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის და სხვა ამ თემებთან დაკავშირებულ საკითხებს. 2018 წელს იგი იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვდა, ტრანსგენდერი ადამიანების უზრუნველყოფას, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სასურველი სქესის მითითების შესაძლებლობას. ამავე წელს, ქალთა უფლებების დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებებისთვის „კატო მიქელაძის სახელობის“ პრემიით დაჯილდოვდა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იგი პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურაა. თვლის, რომ ხელისუფლებამ ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ აუცილებლად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დამნაშავეები სათანადოდ დასაჯოს. ასევე, ეხმიანება ნიკა მელიას დაკავების ფაქტს და აღნიშნავს, რომ „ნიკანორ მელია იქვე დასაკავებელი იყო, უპასუხისმგებლო თხლეო“.

ეს პერსონა
Top