თამარ გვერდწითელი (57 წლის)
  • მომღერალი
  • 18 იანვარი, 1962 წელი
  • სწავლობდა თბილისის კონსერვატორიის ფორტეპიანოსა და კომპოზიციის კლასში. დაამთავრა ვოკალისთვის განკუთვნილი სპეციალური კოლეჯი.

  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მომღერალი. სიმღერა 3 წლისამ დაიწყო, გამოდიოდა სხვადასხვა კონცერტებზე. თუმცა, ყველაზე დიდი აღიარება მას „მზიურის“ სოლისტობამ მოუტანა. 19 წლისამ საერთაშორისო კონკურს „წითელ მიხაკში“ გაიმარჯვა, რომელიც სოჭში იმართებოდა. მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსებში, დრეზდენში, სოფიაში. 29 წლის იყო, როდესაც მიშელ ლეგრანმა ის პარიზში მიიწვია და „ოლიმპიაში“ მისი პირველი კონცერტიც გაიმართა. ლეგრანმა, გვერდწითელის გამოსვლის წინ, მაყურებელს ამ სიტყვებით მიმართა „პარიზო დაიხსომე ეს სახელი“. მომღერალმა მისი მომავალი კარიერა რუსეთში გააგრძელა და დღემდე იქ მოღვაწეობს. 2004 წელს, რუსეთის სახალხო არტისტის წოდებაც მიიღო და დიდი აღიარებაც მოიპოვა. თუმცა, საქართველოში, ხშირად გამხდარა გაკიცხვის ობიექტი, ოკუპანტ ქვეყანაში ცხოვრებისა და საქმიანობის გამო. დათო ოქიტაშვილი წერდა, რომ გვერდწითელმა „ომში დაღუპული ბიჭების საფლავებს გადაუარა“. მომღერალმა ამის გამო, სასამართლოში ჩივილიც კი გადაწვიტა და აღნიშნა, რომ მისი არც ერთი კონცერტი არ ჩატარებულა, ისე რომ მას სამშობლოსთვის სიმღერა არ მიეძღვნა. 20 ივნისის ღამისა და პუტინის დაწესებული სანქციების შემდეგ, იგი საზოგადოებას მოუწოდებდა საქართველოში გაეტარებინათ ზაფხული.

  • ჰყავდა 3 მეუღლე. ამბობს, რომ მეორე მეუღლე - დიმიტრი განსაკუთრებით უყვარდა. ჰყავს ვაჟი.

  • დნეპროპეტროვსკის ოპერის სცენაზე ასრულებდა კარმენის პარტიას. მონაწილეობდა, რუსული აკადემიის თეატრში დადგმულ მიუზიკლებში.

ეს პერსონა
Top