თეონა გეგელია (47 წლის)
  • "imedinews.ge"-ის რედაქტორი
  • 03 ნოემბერი, 1972 წელი
  • დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჟურნალისტი. ამჟამად, იგი imedinews.ge-ს რედაქტორია. 2018 წლის არჩევნების პერიოდში, მას მიჰყავდა მისივე საავტორო გადაცემა, პოლიტიკური თოქ-შოუ - „იმედი ლაივი“. გადაცემა საგანგებო რეჟიმში დაემატა „იმედის ბადეს“. ამის მიზეზი კი, თავად თეონამ ახსნა გადაცემის წინასიტყვაობაში: „სამწუხაროდ, 2012 წლის არჩევნებიდან 6 წლის თავზე შეიქმნა ვითარება, როდესაც ერთ მხარეს აღმოჩნდა პოლიტიკური ჯგუფი, რომლის არა შეცდომებს, არამედ დანაშაულებს შორის არის ტლელეკომპნია „იმედის“ დარბევა, ამიტომ ამ ტიპის ძალის ხელისუფლების რომელიმე შტოსთან მიახლოების წინააღმდეგ პოზიციონირება არის ამ ტელეკომპანიის ღირებულებითი არჩევანი და ჩემი პირადი არჩევანიც“ - განაცხადა მან. იგი, ასევე ეხმიანება ეკა კვესიტაძესა და ნიკა გვარამიას და მათ ორ ველურ, უმწიფარ ჯოჯოს უწოდებს.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში დიანა ტრაპაიძესთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „სუბიექტური აზრი“.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top