ნიკო კახეთელიძე (56 წლის)
  • ექსპერტი ურბანისტიკის საკითხებში
  • 02 იანვარი, 1964 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა თბილისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით. დაამთავრა ბიზნესის სკოლისა (ESM) და ავსტრიის სამრეწველო სავაჭრო პალატის ინსტიტუტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი.

  • ბიზნეს ადმინისტრატორი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ურბანისტი, რომელიც დედაქალაქის პრობლემატიკით ხშირად ინტერესდება და დღემდე აქვს რადიო „უცნობის“ ეთერში საავტორო გადაცემა „აივნებიან ქალაქში“, სადაც ინტენსიურად განიხილავს თბილისის მოსახლეობისთვის აქტუალურ საჭირბოროტო საკითხებს. ნიკო კახეთელიძე იყო სწორედ ის ურბანისტი, რომელმაც 2012 წელს, იწინასწარმეტყველა ვერეს ადიდების საშიშროება. მაშინ აცხადებდა, რომ „ერთ დღეს შეიძლება ვერე წამოვიდეს და გმირთა მოედანი ჩაიტანოს მტკვარშიო“. მართლაც, მისი ნათქვამი 3 წელიწადში ახდა და 2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა.  
    ურბანისტის გარდა, მას მოსახლეობა, როგორც შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტისა და თბილსის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის უფროსად, ისე იცნობს.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი ინტერესის სფეროა - მხატვრობა.
  • 2012 წელს, ნიკო კახეთელიძე აცხადებდა, რომ ქალაქ ლაზიკას მშენებლობა დაუშვებელი იყო, რთული რელიეფისა და ჭაობის გამო. მისი თქმით, ლაზიკას არ ჰქონდა პოტენციალი, რომ იქ შექმნილიყო დასახლება და ქალაქად გარდაქმნილიყო. მაგრამ, მისი მოსაზრება მაშინ, არავინ გაითვალისწინა. ამავე, წელს, მან მდინარე ვერეს ადიდების შესაძლებლობა და გმირთა მოედნის დატბორვა იწინასწარმეტყველა, მაგრამ არც ამჯერად გაითვალისწინეს მისი ნათქვამი, გაიყვანეს გზა და მდინარე მოაქციეს ე.წ. სარკოფაგში. 3 წლის შემდეგ, 13 ივნისს, საშინელი ტრაგედია დატრიალდა და ვერეს ადიდებას 20-მდე ადამიანი ემსხვრეპლა. 
    2012 წელს, როდესაც შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გახდა, იგი კვლავ აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბევრი პრობლემა იყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, მისი თქმით, შენდებოდა შენობები, გაჰყავდათ გზები, იჭრებოდა მთები და გეოლოგიური თვალსაზრისით ტერიტორია არც კი მოწმდებოდა, რასაც არაერთი ტრაგიკული შემთხვევა მოჰყვა. 
    იგი „ოცნების“ ხელისუფლების პერიოდშიც, აქტიურად საუბრობდა სამშენებლო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივების შეტანის აუცილებლობაზე და მიიჩნევდა, რომ მშენებლობის სფეროში მარეგულირებელი ორგანოს შექმნა სავალდებულო უნდა გამხდარიყო. ამავდროულად, კი მხარს უჭერდა „11 ჩარჩო გეგმას“, რომლის მიხედვითაც თბილისის სხვადასხვა უბანს სპეციალური კრიტერიუმები ენიჭებოდა, რაც ქაოტურ განაშენიანებებს ზღუდავდა.
    რაც შეეხება, მის წარსულ სამუშაო გამოცდილებას - იყო მეცნიერებათა აკადემიის ანსამბლ „ფაზისის“ სოლისტი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სპეციალური სარემონტო სამმართველოს ინჟინერი, თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი, თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი, „მსოფლიო ბანკის“ პროექტის კონსულტანტი და თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის უფროსი. 

ეს პერსონა
Top