ანატოლი გრიცენკო (62 წლის)
  • უკრაინელი პოლიტიკოსი
  • 25 ოქტომბერი, 1957 წელი - დაიბადა ჩერკასის ოლქში, უკრაინა
  • 1974 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა კიევის სუვოროვის სამხედრო სკოლა და ჩაირიცხა კიევის სამხედრო ავიაციის საინჟინრო აკადემიაში. სწავლა 1979 წელს დაამთავრა და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

  • ინჟინერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საბჭოთა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურე, უკრაინის თავდაცვის მინისტრი(2005 – 2007 წლებში), უკრაინის  უმაღლესი რადას დეპუტატი და ინიციატივა "სამოქლაქო პოზიციის" ლიდერი. 
    1992 – 1994 წლებში გრიცენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანალიტიკური განყოფილების უფროსად მუშაობდა. 1993 – 1994 წლებში სასწავლებლად იმყოფებოდა  ა.შ.შ -ში, სადაც ამერიკის საჰაერო დაცვის აკადემიაში ესწრებოდა ლექციებს. 1995 წელს სამშობლოს დაუბრუნდა და უკრაინის თავდაცვის ეროვნული სამეცნიერო-ტექნიკური კვლევითი ცენტრის სამხედრო უსაფრთხოებისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა. 
    2005 წელს, იულია ტიმოშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის თავდაცვის მინისტრად მუშაობდა. სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, გრიცენკო მონაწილეობდა იულია ტიმოშენკოს შიდა წრის შეხვედრებში, სადაც პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა. 2005 წელს იუშენკომ პარლამენტიდან ტიმოშენკოს სრული შემადგენლობა დაითხოვა, თუმცა გრიცენკო მინისტრის პოსტზე დატოვა. მინისტრობის პერიოდში, გრიცენკო ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი იყო და ამ მხრივ, არაერთი ნაბიჯი გადადგა. 
    2019 წელს ანატოლი გრიცენკოს პარტია „სამოქალაქო პოზიციამ“ უკრაინის  უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, სადაც ხმათა 6.91% (1 306 411 ხმა) მიიღო. 

  • პირველი ცოლი - ლუდმილა გრიცენკო. 24 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2002 წელს გრიცენკო მეუღლეს გაშორდა. ჰყავს ორი შვილი.
    მეორე ცოლი - 2003 წლიდა ქორწინებაში იმყოფება იულია მასტავოისთან, რომელიც გაზეთ „Зеркало недели“-ის მთავარი რედაქტორია. ჰყავთ ერთი შვილი.

  • არის უკრაინის მოქალაქე
ეს პერსონა
Top