ლევან ბოძაშვილი (44 წლის)
  • კონსტიტუციონალისტი
  • 12 ოქტომბერი, 1974 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი. ასევე, სწავლობდა ევროპის კოლეჯში, ოქსფორდისა და ოსლოს უნივერსიტეტში და სტრასბურგის რენე კასენის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტში. სტაჟირება გავლილი აქვს ამერიკის უზენაეს სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც კონსტიტუციონალისტი, რომელიც ორ წელზე მეტი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილე იყო. თანამდებობა, კონკრეტული მიზეზის გამო დატოვა. კერძოდ, საბჭოს აპარატის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებულ კომუნიკეს შინაარს არ ეთანხმებოდა. რადგან თვლიდა, რომ ის იყო პოლიტიკური ხასიათის მატარებელი და საჯარო მოხელეები არ უნდა უერთდებოდნენ ასეთი სახის დოკუმენტს. თანამდებობის დატოვების შემდეგ, მარგველაშვილმა ის შვეიცარიაში ელჩად დანიშნა, თუმცა ბოძაშვილმა ამ პოსტზე უარი განაცხადა. 2016 წელს, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამრთლედ ექს-პრეზიდენტმა, ბოძაშვილის კანდიდატურა  წარადგინა. 2019 წელს, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა, კონსტიტუციონალისტი პრეზიდენტს სთხოვდა, რომ ვეტოს უფლება გამოეყენებინა. მისი აზრით, ეს კანონპროექტი არ მოახდენდა რეალურ ცვლილებას და არ შეცვლიდა, იმ შედეგს, რის გამოც სასამართლოს მიმართ დღემდე ლეგიტიმური უნდობლობა. მისივე თქმით, „ვენეციის კომისიამ“ არა მარტო დაიწუნა ეს „კანონმდებლობა“, არამედ იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობას არაქმედუნარიანი და ნულოვანი ნდობის მქონე უწოდა.
    ამჟამად, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩია. იგი, მუდამ აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მუშაობდა საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად ავსტრიასა და ვენაში აკრედიტირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. აქვს განხორციელებული არაერთი დიპლომატიური მოლაპარაკება და პოლიტიკური კონსულტაციები ევროპის ქვეყნებში. იყო ევროპის საბჭოს ვენეციის წევრი.

ეს პერსონა
Top