ნიკა გვარამია (43 წლის)
  • ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი
  • 29 სექტემბერი, 1976 წელი - დაიბადა ქალაქ სოხუმში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა აშშ-ში „Emory University School of Law“- ში სამართალზე. არის ამ უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის ყოფილი გენერელური დირექტორი. გენერალურ დირექტორობამდე, იგი განათლების მინისტრის პოზიციაზე მუშაობდა. ამბობდა, რომ ეს საქმე ყველაზე კარგად გამოსდიოდა, მაგრამ საბოლოოდ, უცხოეთში წასვლა და განათლების მიღება არჩია. მიიჩნევდა, რომ მან პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურა და არც მისი ფინანსური შემოსავლები იყო საკმარისი. ამიტომ, კერძო სექტორიში გადასვლა და ახალ გამოწვევებთან ბრძოლა ამჯობინა.
    იყო იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორის მოადგილე.  თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და ძალადობრივად დახურვას ლეგიტიმურად და სწორ ნაბიჯად აფასებდა.  მისი პროკურორის მოადგილედ ყოფნის პერიოდს უკავშირდება, ასევე ფარული ვიდეო-გადაღებებისა და ციხის კადრების ჩაწერაც. 

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: მიხეილ სააკაშვილთან, ეკა კვესიტაძესთან, მარინა ბერიძესთან, გიორგი გაბუნია

  • უყვარს კულინარია და მუსიკა.
  • 2012 წლიდან 2019 წლამდე იგი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ხელმძღვანელობდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში დასახელდა, მან გვარამია პოსტიდან გადააყენა და თავისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა გენ.დირექტორად. განაწყენებულმა გვარამიამ, ერთი პირობა საქართველოდან წასვლაც კი იფიქრა, მაგრამ ეს ნაბიჯი არ გადადგა, ახალი ფურცლიდან გადაწყვიტა ბრძოლის გაგრძელება და 2019 წლის 17 აგვისტოს ახალი ტელეკომპანია ჩამოაყალიბა, სახელწოდებით „მთავარი არხი“, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელიც თავადვე გახდა. 
    „რუსთავი 2“-ს რამდენიმე წლის წინაც სერიოზული პრობლემები შეექმნა. დააყადაღეს და დახუვის საფრთხეც დაემუქრა. გვარამია, ამ დროსაც კბილებით იცავდა საკუთარი და საკუთარი პარტიის ტელევიზიას და ამ ყველაფერს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებდა. ალბათ, რამდენიმე წლის წინანდელი მისი გამოხმაურებები ტელეკომპანია „იმედის“ დახურვასთან დაკავშირებით წარსულს ჩააბარა და ახლა თავგამოდებით დაიწყო გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლა. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ, ერთგვარი შიშებიც დაჰყვა და რამდენიმე თვის წინ სპეციალური ბრიფინგიც კი გამართა და აღნიშნა, რომ გარკვეული ძალები „რუსთავი 2“-ზე აპირებდნენ თავდასხმას, რაც საბოლოოდ მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა. გვარამია, ხშირად, გამოთქვამდა პრეტენზიებს მოსმენებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი კი ამ ფაქტს ასე აფასებდა: „ისედაც ყველაფერზე ღიად საუბრობს, მოსმენა რა საჭიროაო“. ოპოზიციაში მყოფს გაახსენდა ყველა მორალური თუ ეთიკური ნორმა, როცა რამდენიმე წლის წინ, ხელისუფლებაში მყოფი, თავადაც იგივეს აკეთებდა და მაშინ პრეტენზიებიც არ ისმოდა მის მხრიდან. რა გასაკვირია, ამას ხომ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ასრულებდა, პოლიტიკოსისა, რომელიც გვარამიას თქვით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული პოლიტიკური ფიგურაა. ყოფილა მათ შორის კამათიც, აზრთა სხვადასხვაობაც, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი თემა, „რუსთავი 2“-ზე მაინც გვარამია-სააკაშვილის დუეტში განიხილებოდა. რა გასაკვირია, ეს სამაუწყებლო არხი, ხომ პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერად იყო ქცეული. ახლა კი მისი კანონიერი მფლობელის გამო, ეს „პრიორიტეტები“ დაკარგა და მისი მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკაც ნიშნის ქვეშ დადგა. თანამდებობაზე ყოფნის დროს, მისი შემზღუდავი სარედაქციო პოლიტიკის გამო, რამდენიმე ჟურნალისტმა არხიც კი დატოვა, მათ შორის იყო აკაკი გოგიჩაიშვილი. დირექტორომის გარდა, არც კულინარიული დუელების ჟიურობაზე ამბობდა უარს და გამორჩეული გურმანული თვისებებით აღსავსე განსაკუთრებული კრიტიკულობით ხასიათდებოდა. კულინარიის პარალელურად, იგი მუსიკალური გემოვნებითაც გამოირჩეოდა და ამ სფეროში ექსპერტის როლსაც ირგებდა. 
    2004 წლიდან იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საკანონმდებლო მანდატის მფლობელი. მუშაობდა საადვოკატო კომპანია შპს „სანდო“-ში და „თელასში“.

ეს პერსონა
Top