მარკ მარტელი (42 წლის)
  • კანადელი როკ მომღერალი
  • 16 ნოემბერი, 1976 წელი - დაიბადა მონრეალში, კანადაში
  • დაამთავრა ბრიერკრესტის კოლეჯი

  • მომღერალი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც კანადელი მომღერალი, რომელმაც პოპულარობა როკ-ჯგუფ „Queen“-ის გიტარისტთან, როჯერ ტეილორთან კოლაბორაციით მოიპოვა. 
    1999 წელს კოლეჯში სწავლის დროს, მარტელმა თავის თანაკურსელთან, ჯეისონ გერმეინთან და ერთად შექმნა ჯგუფი „Downhere“. ოთხი წლის შემდეგ, ჯგუფი კანადიდან ტენესის შტატის დედაქალაქში, ნეშვილში დაფუძნდა, სადაც ქრისტიანულ რწმენაზე დაფუძნებულ კომპანიასთან „Word Records“-თან გააფორმეს კოტრაქტი. ჯგუფმს 10 ალბომი აქვს გამოშვებული. უკანასკნელი ალბომი „On the Altar of Love“ 2012 წელს გამოუშვეს. 
    მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერით, მარტელიმ 2011 წელს მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურსში, რისთვისაც ჯგუფ „Queen“-ის სიმღერა „Somebody to Love“ ჩაწერა და YouTube-ზე ატვირთა. ვიდეოს ერთ კვირაში მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა და მალე, ინტერნეტ-ჰიტად იქცა.  „Queen“-ის დრამერმა, როჯერ ტეილორმა მისი პირველად მოსმენის შემდეგ თქვა: „მარკ მარტელის მოსმენისას თვალებს თუ დახუჭავთ, თვალწინ ფრედი მერკური წარმოგიდგებათ“. მარკი იყო სტუმარი სხვადასხვა პოპულარული ამერიკული შოუსი, მათ შორისაა „American Idol“ (სადაც „ქუინთან“ ერთად გამოვიდა) და „ელენ დეჯენერესის შოუ“. მარტელი როკ-ჯგუფის წევრების, როჯერ ტეილორისა და ბრაიან მეის ფავორიტი გახდა. კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მომღერალი ჯგუფის წევრებთან ერთად 2012 წელს „Queen Extravaganza“-ს ტურნეში გაემგაზვრა. 
    აღსანიშნავია, რომ კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი,  2019 წლის 11 ივნისს თბილისში იმყოფებოდა. ის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებაზე გამოვიდა და ლეგენდარული ჯგუფის საუკეთესო ჰიტები შეასრულა.

  • ჰყავს ცოლი - კრისტალ მარტელი.

  • არის კანადის მოქალაქე
ეს პერსონა
Top