მაიკ პომპეო (55 წლის)
  • ა.შ.შ -ის სახელმწიფო მდივანი
  • 30 დეკემბერი, 1963 წელი - დაიბადა ორენჯში
  • 1986 წელს დაამთავრა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია და ინჟინერიის მიმართულებით სპეციალიზირდა. 1994 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს ყოფილი დირექტორი და ა.შ.შ -ის ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი.
    უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მაკ პომპეო ვაშინგტონში ადვოკატად მუშაობდა. 1998 წელს ის კანზასში გადავიდა და სამხედრო აკადემიის მეგობრებთან ერთად თვითმფრინავების საწარმო „Thayer Aerospace“ დააფუძნა. 
    2011 წელს რესპუბლიკელმა მაიკ პომპეომ ა.შ.შ -ის წარმომადგენლობით პალატაში დაიკავა ადგილი, სადაც კანზასის შტატს წარმოადგენა. აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლამდე ინარჩუნებდა. 2017 წლის 23 იანვარს, დონალდ ტრამპმა პომპეო ა.შ.შ -ის ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს დირექტორად დანიშნა. 2018 წლის 13 მარტს ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე პომპეოს კანდიდატურა წარადგინა. 23 აპრილს სენატის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა პომპეოს კანდიდატურას კენჭი უყარა და ხმის მიცემის შედეგად, ის ოფიციალურად დაამტკიცეს სახელმწიფო მდივნის პოსზტე. 
    აღსანიშნავია, რომ მაიკ პომპეო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. 2019 წლის 11 ივნისს, ის თეთრ სახლში შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს, მამუკა ბახტაძეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საქართველო ამერიკისთვის კვლავ სტრატეგიული პარტნიორია და თეთრი სახლი მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას. მას ასევე გააკრიტიკა რუსეთი, რადგან ის არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

  • ამჟამად ჰყავს ცოლი - სუზან პომპეო, რომლისგანაც ჰყავს ერთი შვილი.
    პირველი ცოლი - ლესლი ლიბერტი, რომელზეც 1986 წელს იქორწინა.

  • არის ამერიკის მოქალაქე
ეს პერსონა
Top