დონალდ ტუსკი (63 წლის)
  • ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
  • 22 აპრილი, 1957 წელი - დაიბადა გდანსკში, პოლონეთში
  • 1980 წელს დაამთავრა გდანსკის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ისტორიაში.

  • ისტორიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლონელი პოლიტიკოსი და ევროკავშირის საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი. აღნიშნულ პოსტს 2014 წლიდან იკავებს.
    დონალდ ტუსკი იყო პარტია „ლიბერალურ-დემოკრატიული კონგრესის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც 1991 წლის არჩევნებში 37 ადგილი დაიკავა პარლამენტში. პარტიამ მოგვიანებით სახელი შეიცვალა და ეწოდა „თავისუფლების კავშირი“. 1997 წელს ტუსკი პარტიის თავმჯდომარე გახდა. 2001 წელს დაარსა ლიბერალურ-კონსერვატიული პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ და გახდა პარტიის სპიკერი. 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისას ლეხ კაჩინსკისთან დამარცხდა.
    2007 წლის პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში დონალდ ტუსკმა დაამარცხა ოპონენტი იაროსლავ კაჩინსკი და შესაბამისად, გახდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. 2011 წლის არჩევნებში მან ხელმეორედ სძლია ოპონენტს და პრემიერ-მინისტრის პოსტი შეინარჩუნა. 2014 წელს დონალდ ტუსკმა თანამდებობა დატოვა და გახდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი. 
    აღსანიშნავია, რომ დონალდ ტუსკი საქართველოს პირველად 2015 წლის 14 ივლისს ეწვია. ტუსკი და გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ. მეორეჯერ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2019 წლის 10 ივლისს ეწვია. დონალდ ტუსკი საქართველოს საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში ესტუმრა, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. 

  • ჰყავს ცოლი - მალგორზატა სოჩასკა, რომელზეც 1978 წელს იქორწინა. ჰყავთ ორი შვილი.

  • არის პოლონეთის მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top