ფრანს ტიმერმანსი (58 წლის)
  • ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი
  • 06 მაისი, 1961 წელი - დაიბადა მაასტრიხტში
  • 1985 წელს დაამთავრა ნეიმეგენის უნივერსიტეტი და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ფრანგულ ენასა და ლიტერატურაში. ასევე სწავლობდა ნანსის უნივერსიტეტში, სადაც ევროპის სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

  • დიპლომატი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ნიდერლანდების ყოფილი საგარე საქმეთა მინისტრი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. 

  • ჰყავს ცოლი - ირინე ტიმერსმანი, რომელზეც 2000 წელს იქორწინა. ჰყავთ ორი შვილი. 

  • არის ნიდერლანდების მოქალაქე
  • 1990 წელს ტიმერმანსი დაინიშნა ნიდერლანდების საელჩოს მდივნის მოადგილედ მოსკოვში. 1993 წელს ის დაბრუნდა სამშობლოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში ბიუროს უფროსის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან დატოვა სამსახური და ევროპული კომისრის ჰანს ვან დენ ბრუკის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. 1998 წელს ნიდერლანდების არჩევნებში გამარჯვების შედეგად, გახდა წარმომადგენელთა პალატის წევრი, ლეიბორისტული პარტიიდან. 2001 წელს გახდა საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. აღნიშნულ პოსტს 2007 წლამდე იკავებდა.
    2012 წელს ტიმერმანსი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 2014 წელს ნიდერლანდების მთავრობამ ევროკომისიის წევრობაზე მისი კანდიდატურა წარადგინა. 2014 წლის 1 ნოემბერს ტიმერმანსმა ევროკომიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. 2018 წლის 10 დეკემბერს ევროპელმა სოციალ-დემოკრატებმა ნიდერლანდების ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანს ტიმერმანსი ევროკომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე თავიანთ კანდიდატად დაასახელეს. მის კანდიდატურას ევროპელი სოციალისტების ყრილობაზე ლისაბონში, მხარი დაუჭირა დელეგატების უმრავლესობამ. 2019 წელს ტიმერსმანმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top