გიორგი გვახარია (62 წლის)
  • ჟურნალისტი
  • 07 მარტი, 1957 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდენობის ფაკულტეტი

  • ხელოვნებათმცოდნე
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჟურნალისტი. 2000-იან წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე მიჰყავდა გადაცემა „ფსიქო“. საბჭოთა კავშირგამოვლილი საზოგადოებისთვის, ფილმებმა, რომლებიც „რკინის ფარდის“ მიღმა იმელაბოდნენ,  გვახარიას თაოსნობით ტელეეკრანებზე „დღის სინათლე“ ნახეს და დიდი აღფრთოვანებაც გამოიწვიეს მაყურებელში. მისი ანალიზი, შეფასებები, მონოლოგი ნათელი წერტილი იყო ჩაბნელებული 90-იანებიდან „თავდაღწეული“ ხალხისთვის. ეს გადაცემა „უცხო ხილი“ იყო მომხამრებლისთვის, თავისი გემონებიანი პასაჟებით. იყო „რადიო თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტის - „წითელი ზონის“ წამყვანი. იგი ჟურნალისტ სალომე ასათიანთან ერთად უძღვებოდა ამ გადაცემას.
    ამჟამად, მისი პუბლიკაციები, ბლოგები, სტატიები აქტიურად იბეჭდება „რადიო თავისუფლების“ ვებ-გვერდზე და „ცხელ შოკოლადში“. ის, ამავე ჟურნალის დამატება „კინოს“ მთავარი რედაქტორის პოსტსაც ირგებდა.
    იგი, აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებშიც და ძირითადად, მმართველ გუნდს აკრიტიკებს.

     

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ყოველწლიურად მიჰყავს რეპორტაჟი კანის კინოფესტივალიდან. არის წიგნ „ცრემლიანი სათვალის“ ავტორი.

ეს პერსონა
Top