სარა ჯესიკა პარკერი (54 წლის)
  • მსახიობი
  • 25 მარტი, 1965 წელი - დაიბადა ნელსონვილში
  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“ შესრულებული კერი ბრედშოუს როლით. 
    სარა ჯესიკა პარკერი ტელეეკრანებზე 1980-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. 1982 წელს მონაწილეობა მიიღო  CBS-ის სერიალში „Square Pegs“. 1984 წელს პარკერის მონაწილეობით გამოვიდა ფილმები: „თავისუფლები“, „გოგონებს სურთ გართობა“, „ნავიგატორის გაფრენა“ და ა.შ.
    1998 წელს პარკერი დაამტკიცეს კენდის ბუშნელის როლზე სერიალისთვის „სექსი დიდ ქალაქში“. მისი პერსონაჟი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მოგვიანებით, აღიარებულ იქნა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ქალი პერსონაჟი ამერიკულ ტელევიზიაში. შესრულენული როლისთვის პარკერმა ორი ემის, სამი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და ოთხი ოქროს გლობუსის ჯილდო მიიღო. სერიალის მიხედვით შეიქმნა ამავე სახელწოდების ფილმის სერიები, რომლებიც ტელეეკრანებზე 2008 და 2010 წელს გამოვიდა.
    2016 წელს პარკერი HBO-ს სერიალ „განქორწინების“ მსახიობი და აღმასრულებელი რეჟისორი გახდა. სამსახიობო კარიერის გარდა, პარკერი აქტიურად მოღვაწეობდა მოდის სფეროშიც. 2004 წელს მსახიობმა ტანსაცმლისა და აქსესუარების კომპანია  „Gap“-თან 38 მლნ. დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა. 2005 წელს პარკერმა საკუთარი სუნამო „Lovely“ გამოუშვა. 2014 წელს კი, საკუთარი ფეხსაცმლის ხაზი „Nordstrom“ დაარსა.

  • ჰყავს ქმარი - მეთიუ ბროდერიკი, მსახიობი, რომელზეც 1997 წელს იქორწინა. ჰყავთ სამი შვილი.
    დედა - ბარბარა პარკერი, მასწავლებელი, ხოლო მამა - სტეფან პარკერი, ჟურნალისტი და მეწარმე. სარა 3 წლის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ენდი კოჰენთან, სინტია ნიქსონთან, კრის ნოტთან, ოსკარ დე ლა რენთასთან...

ეს პერსონა
Top