ივანკა ტრამპი (38 წლის)
  • ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი
  • 30 ოქტომბერი, 1981 წელი - დაიბადა ნიუ-იორკში
  • 2004 წელს დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლა. მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის მიმართულებით. 

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ბიზნესვუმენი, მოდის დიზაინერი, ავტორი და სატელევიზიო პერსონა. ამჟამად მუშაობს ა.შ.შ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლად. სანამ ბიზნეს კარიერას დაიწყებდა, ივანკამ დედის მსგავსად, სამოდელო ბიზნესში მოსინჯა თავისი შესაძლებლობები. ის გამოდიოდა ისეთი დიზანერების ჩვენებებზე, როგორებიც არიან: Versace, Tommy Hilfiger, Thierry Mugler და ა.შ. 2005 წელს კი საოჯახო ბიზნესს შეუერთდა და „The Trump Organization” -ის განვითარებისა და ქონების შეძენის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მალევე, ივანკამ  შექმნა თავისი საიუველირო კომპანია „Ivanka Trump Fine Jewelry“, რომელიც ფოკუსირებულია ალმასის და ოქროს სამკაულების გაყიდვაზე. მისი პირველი საცალო მაღაზია მანჰეტენზე გაიხსნა. მას ასევე,  თავისი სამოდელო ხაზი - Ivanka Trump Fashion ჰქონდა, რომელიც ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებსა და აქსესუარებს აწარმოებდა. მისი ბრენდი კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. ივანკას ტანსაცმლის ბრენდს სხვა დიზაინერების ნიმუშების კოპირებასა და ცხოველთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ, რადგან წარმოებაში კურდღლის ბეწვს იყენებდა. საბოლოოდ, ივანკა ტრამპმა 2018 წელს განაცხადა, რომ თავის კომპანიას აუქმებდა. მოდის ბიზნესში დაბრუნებას საჯარო პოლიტიკაში კარიერის გაკეთება ამჯობინა. 2015 წელს, მან მამის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას საჯაროდ დაუჭირა მხარი და აქტიურად ჩაერთო არჩევნების წინა პროცესში. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ,  ივანკა მალევე, კერძოდ, 2017 წლის 29 მარტს დაინიშნა „პრეზიდენტის პირველ შვილ-მრჩეველად“. აღსანიშნავია, რომ მან სახელმწიფო გასამრჯელოზე უარი თქვა. 

  • ჰყავს მეუღლე - ჯარედ კუშნერი, და სამი შვილი. ჯარედ ჯუშნერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველია;  წყვილმა ერთმანეთი 2005 წელს გაიცნო და 3 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად, ამ ურთიერთობის გამო, კუშნერი მშობლებისგან დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა, რის გამოც წყვილი 2008 წელს დაშორდა. თუმცა, 1 წელიწადში შერიგდნენ და ებრაული ტრადიციისამებრ დაქროწინდნენ. ივანკა ტრამპის მამა - დონალდ ტრამპი, ა.შ.შ - ის რიგირთ 45-ე პრეზიდენტი, ხოლო დედა - ივანა მერი ტრამპი, ბიზნესვუმენი და ყოფილი მოდელი. ჰყავს ორი ძმა - დონალდ ტრამპი უმცროსი, ბიზნესმენი და ერიკ ტრამპი, ასევე ბიზნესმენი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ბიზნესვუმენ ვენდი დენგ მარდოქთან, მსახიობ ჰიუ ჯეკმენთან...

  • ივანკა ტრამპი მამის ყველაზე საყვარელ ქალიშვილად ითვლება. ამას არც დონალდ ტრამპი მალავს. საჯარო გამოსვლებში ის, ხშირად, საუბრობს თავის „შეუდარებელ“ გოგონაზე. აღსანიშნავია, რომ მამამისი ივანკას აქტიურად რთავს პოლიტიკურ პროცესებში. მაგ. მასთან ერთად ესწრებოდა 2019 წლის  „დიდი ოცეულის“ სამიტს. ამას მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გაჩნდა შეკითხვა, თუ რა ესაქმებოდა საერთოდ ივანკას ამ სამიტზე, როდესაც მას არანაირი დიპლომატიური გამოცდილება არ გააჩნია. ონლაინ გამოცემა „Vox”- მა აღნიშნულ ფაქტს სტატია მიუძღვნა შემდეგი სათაურით - „ივანკა ტრამპის G20-ზე გადაღებული ვიდეო კარგად აფიქსირებს იმას, თუ რა პრობლემები მოაქვს ნეპოტიზმს“.  სტატიის ავტორი, აარონ რუპარი წერს, რომ „ტრამპი თეთრ სახლს საოჯახო საქმიანობად აქცევს.“ მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, როგორც ჩანს, მოქმედ პრეზიდენტს ეს დიდად არ აინტერესებს, რადგან კვლავაც აქტიურად განაგრძობს ივანკას პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვას. 
    ივანკა ტრამპის პირადი ცხოვრება არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ტაბლოიდური ჟურნალები ივანკასა და მამამისის ურთიერთობებზე არაერთგვაროვან  ამბებს ავრცელებდნენ. მაგალითად, ერთ-ერთ ტელეშოუში დონალდ ტრამპს ჰკითხეს თუ რა იყო მისი და ივანკას საყვარელი საერთო საქმე, მან უპასუხა, რომ სექსის თქმას აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა და მხოლოდ გოლფის თამაშით შემოიფარგლა. ამან, რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რასაც ბევრი ჭორი მოჰყვა. “Politicos” ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა მწერალმა ჯულია იოფემ, ტრამპისა და მისი ქალიშვილის ურთიერთობის შესახებ ტვიტერზე უხამსი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მათი ურთიერთობა ინცესტს შეადარა. მართალია, ის ამ ცილისწამების გამო სამსახურიდან დაითხოვეს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციისადმი ნეგატიურად განწყობილი საზოგადოება დღემდე არ წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას. 
    2005 წელს, ივანკა ტრამპმა ჯარედ კუშნერი გაიცნო და სამი წელი ხვდებოდა მას. ამ ურთიერთობის გამო, კუშნერი მშობლებისგან დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა, რის გამოც წყვილი 2008 წელს დაშორდა. ივანკა პრესვიტერიანული ქრისტიანობის (შოტლანდიის სახელმწიფო რელიგია) წესებით აღიზარდა. თუმცა, 2009 წელს ორთოდოქსულ იუდაიზმს ეზიარა. იგი ამ ცვლილებას „გასაოცარ და ლამაზ თავგადასავალად“ აღწერს. აღნიშნავს, რომ ებრაელ ხალხს უდიდეს პატივს სცემს და აქტიურად იცავს წმიდა შაბათს. 2009 წლის 25 ოქტომბერს წელს, ჯარედ კუშნერი და ივანკა ტრამპი შერიგდნენ და ებრაული ტრადიციისამებრ დაქორწინდნენ.

ეს პერსონა
Top