აკაკი გოგიჩაიშვილი (53 წლის)
  • ტელეწამყვანი
  • 27 ივლისი, 1966 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტზე. დაამთავრა კოლორადოს უნივერსიტეტი, ეკონომიკის ინტიტუტი და  სტენფორდისა და დიუკის უნივერსიტეტი - ჟურნალისტიკის მიმართულებით.

  • გეოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჟურნალისტი. მისი სახელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან ასოცრიდება. ამ არხზე მუშაობა მან 90-იან წლებში დაიწყო. 1997 წელს მას უკვე თავისი საავტორო გადაცემა „60 წუთი” მიჰყავდა. სწორედ, ამ გადაცემით გაითქვა მან სახელი და ყველაზე სკანდალური წამყვანის იარლიყიც მიიწება. იგი ამხელდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა თუ სხვა პირებს გარკვეულ დანაშაულებებში. მის სახელს უკავშირდება სიუჟეტი ვალერი ასათიანის შესახებ, სადაც მან ყოფილი კულტურის მინისტრი ორი ადამიანის რიტუალურ მკვლელობაში დაადანაშაულა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოკლეს ასათიანის შვილი. არსებობდა მოარული ხმები, რომ ეს სწორედ, გოგიჩაიშვილის სიუჟეტში გასულმა დეტალებმა გამოიწვია. მისმა გადაცემამ რევოლუციური ფონიც კი შექმნა ქვეყანაში და ხალხის გაღიზიანებასა და პროტესტის გაზრდაში დიდი როლი ითამაშა. გოგიჩაიშვილი, იმ პერიოდში, „მწერალთა კავშირზეც“ ბევრს საუბრობდა, აქვეყნებდა ორგანიზაციის გასაიდუმლოებულ დასკვნებს და ამის გამო, თამაზ წივწივაძემ მასზე წიგნიც კი გამოსცა სახელწოდებით - „აფერისტი კლეტკაში“. 2003 წელს ეს გადაცემა საბოლოოდ დაიხურა. ამის შემდეგ, ის 2 წლით ამერიკაში წავიდა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კვლავ ამ არხზე დაიწყო მუშაობა. იყო „კურიერის“ რეპორტიორი, „პოსტ კრიპტუმის“ კორესპონდენტი, საბოლოოდ კი „ბიზნეს-კურიერისა“ და „კვირის გამოძიების“ წამყვანი. ბიზნეს-კურიერის ერთ-ერთი ეთერის შემდეგ, სადაც იგი ირაკლი ჩოგოვაძეს დაუპირისპირდა, შეიქმნა სპეციალური ფეისბუქ-ჯგუფი სახელწოდებით „ბოიკოტი ბიზნეს-კურიერის წამყვანს“ და მან საზოგადოების მხრიდან  დიდი აგრესიაც კი დაიმსახურა. 2017 წელს, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით მისი ეს გადაცემა დაიხურა. თავად, გოგიჩაიშვილი კი არხიდან წავიდა და „იბერიაზე“ გადავიდა. იგი ამბობდა, რომ გენერალური დირექტორი, ერთპიროვნულად წყვეტდა თუ რა თემა უნდა გაშუქებულიყო და რა არა, მისი გემოვნებით არჩევდა თითოეულ საკითხს, ეს ფაქტები კი მას უფლებებს უზღუდავდა და სწორედ, ამ მიზეზთა გამო დატოვა მან ტელევიზია. ამბობს, რომ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და არ სურს მისი სახელი ასოცირდებოდეს ამ პარტიასთან. „იბერიაზე“ მას მიჰყავდა გადაცემა „ბიზნესკოდი“. ამჟამად, „რადიო თბილისის“ ჟურნალისტია.

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლე - ნინო ხაჟომია ჟურნალისტია. წყვილმა რამდენიმე წლის წინ ბავშვი იშვილა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე; „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის წამყვანი და პროექტ „იდეა, ფული და ერთი შანსი“-ს პროდიუსერი.

ეს პერსონა
Top