პოლ პოგბა (26 წლის)
  • "მანჩესტერ იუნაითედის" ფეხბურთელი
  • 15 მარტი, 1993 წელი - დაიბადა პარიზში
  • ფეხბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ფრანგი ფეხბურთელი, ინგლისის პრემიერლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი. 
    პოლ პოგმა ფეხბურთის თამაში ექვსი წლის ასაკში დაიწყო. პოგბას ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2009 წლის 7 ოქტომბერს შედგა.  ევროპული დებიუტი 2012 წლის 15 მარტს ევროპის ლიგის გათამაშებაში ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში შედგა, სადაც მისი გუნდი ანგარიშით 2-1 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში კი 5-3 და გამოეთიშა ევროპის ლიგაში ასპარეზობას.
    2012 წლის 3 ივლისს სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ არ გაუხანგრძლივებდა პოგბას კონტრაქს და დატოვებდა კლუბს. ამავე წლის 27 ივლისს ტურინის “იუვენტუსმა” განაცხადა, რომ პოლმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჩაირიცხა ტურინულ კლუბში. ოფიციალურად, 3 აგვისტოს, კონტრაქტი 4 წლით გაფორმდა. პოგბას დებიუტი „იუვენტუსში“ 1 აგვისტოს, „ბენფიკას“ წინააღმდეგ შედგა. მან 78 წუთზე ანდრეა პირლო შეცვალა. პოლმა იუვენტუსის მაისურით პირველი გოლი ნაპოლის წინააღმდეგ 2012 წლის 20 ოქტომბერს გაიტანა. პოგბა ტურინელ გულშემატკივრებში ახალ ზედმეტსახელს ატარებს — „რვაფეხა“.
    2016 წლის 9 აგვისტოს პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულებამ 105 მილიონი ევრო შეადგინა, რაც იმ დროისთვის რეკორდული თანხა იყო. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში პოგბას დებიუტი 2013 წლის 22 მარტს შედგა, საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, მისმა ნაკრებმა კი 3-1 იმარჯვა.

  • არ არის დაქორწინებული. 

  • არის საფრანგეთის მოქალაქე
  • მეგობრობს ომელუ ლუკაკუსთან, მარკუს რაშფორდთან, ზლატან იბრაგიმოვიჩთან...

  • მისი ჰობია ფილმების ყურება და მუსიკის მოსმენა.
ეს პერსონა
Top