ოთარ ბერძენიშვილი (41 წლის)
  • საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში
  • 19 სექტემბერი, 1978 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე. დაამთავრა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით. გაიარა სწავლება ნატოს თავდაცვის კოლეჯსა და ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლების ევროპულ ცენტრში

  • დიპლომატი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი დიპლომატიური მოღვაწეობით. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 21 წლისამ დაიწყო. თავდაპირველად, საერთაშორისო ორგანიზაციათა დეპარტამენტის სტაჟიორი იყო. შემდგომ, ამავე ორგანიზაციის გაეროს სამმართველოს მეორე მდივანი. 2004 წლიდან აშშ-ს, კანადისა და მექსიკის პირველი მდივანი გახდა და მისი დიპლომატიურმა მოღვაწეობამაც აქედან აიღო სათავეს. 2011 წელს უკვე ბრაზილიაში, კოლუმბიაში, პერუში, ეკვადორში, ბოლივიაში, ტრინიდადსა და ტობაგოში და სურინამის რესპუბლიკაში საქართველოს ოფიციალურ ელჩად დაინიშნა. 5 წლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, 2017 წელს იგი უკვე სამხრეთ კორეის ელჩის სტატუსით მოგვევლინა. ამ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, იგი აქტიურად ჩაერთო კორეასთან ურთიერთთანამშრომლობაში და საქართველოსა და კორეას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო მიმართულებით ურთიერთობის განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა.

  • ჰყავს მეუღლე მაია გოგოლაძე და ორი ქალიშვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2008-2009 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top