დიმიტრი გვრიტიშვილი (39 წლის)
  • ქუთაისის სააპლეაციო სასამართლოს თავმჯდომარე
  • 16 მარტი, 1980 წელი - დაიბადა დუშეთის რაიონში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მოსამართლე. 2017 წელს ის დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ და თავმჯდომარედ 5 წლის ვადით. 2018 წლის დეკემბერში გვრიტიშვილი დასახელებულ იქნა, უზენაეს მოსამართლეთა 10 კაციანი სიის წევრად, რომელიც იუსტიციის საბჭოს პარლამენტისთვის უნდა წარედგინა დასამტკიცებლად. თუმცა, 2019 წლის იანვარში, იმ 10 კაციანი სიიდან მისი სახელი და გვარი უკვე წაშლილი იყო. მას ბესელია და მისი თანამოაზრეები „მურუსიძის კლანის“ წევრად მიიჩნევდნენ და უსამართლო და მიკერძოებულ მოსამართლედ ასახელებდნენ. მოსამართლის წინააღმდეგ, ბესელიამ და ფოფხაძემ საჩივრის წერილითაც კი მიმართეს იუსტიციის საბჭოს. თუმცა, არც გვრიტიშვილი გამოირჩევა მათ მიმართ ნაკლებკრიტიკული გამოსვლებით და ჯანეზაშვილისა და დოლიძის ტანდემს უსუსრს უწოდებს, ხოლო თავად დოლიძეს ცრუპენტელას. არასამთავრობოებს „გიგაური-მშვენიერიძის კლანად მოიხსენიებს და მიიჩნევს, რომ ბესელიამ უბრალოდ წამების მანტია მოირგო. გამოირჩევა მურუსიძის მიმართ დამცველობითი გრძნობებითაც და აცხადებს, რომ „მე და მურუსიძემ იმდენ ზეწოლას გავუძელით, ამასაც გავუმკლავდებითო“.
    მიაჩნია, რომ რადგან „იუსტიციის საბჭოს წევრია“ მისი პირდაპირი მოვალეობაა დაიცვას თავისი სისტემის ინტერესები, რადგან მოსამართლეებს უშუალოდ არ აქვთ თავდაცვის შესაძლებლობა.
    2012 წელს, გვრიტიშვილმა 5 მილიონ ლარამდე დააჯარიმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია „მენეჯმენტ სერვისი“, რომელმაც „ქართული ოცნებისთვის“ საქართველოს რეგიონებში 60-მდე ოფისი დაიქირავა და გაარემონტა. ასევე, ის იყო დაჩი ცაგურიას საქმის მოსამართლე. იმის მაგივრად, რომ დაჩი ცაგურია გაემართლებინა და პოლიციელები დაედანაშაულებინა ცაგურიას ცემაში. მან, საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

  • ჰყავს მეუღლე და შვილები

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2012-2016 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამასთანავე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე. 2008-2018 წლებში, კი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. მუშაობდა ადვოკატთა ასოციაციაში, მერიის ადმინისტრაციის იურიდიულ სამსახურში და თბილისის უზენაეს სასამართლოში.

ეს პერსონა
Top