ზლატან იბრაჰიმოვიჩი (38 წლის)
  • ფეხბურთელი
  • 01 ოქტომბერი, 1981 წელი - დაიბადა მალმოში
  • ფეხბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც  შვედი ფეხბურთელი, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.
    იმისათვის რომ ფეხბურთის ვარსკვლავი გამხდარიყო, საკმაოდ მკაცრი აღზრდის გავლა მოუწია. საფეხბურთო კარიერა 1999 წელს დაიწყო, როდესაც შვედეთის საფეხბურთო კლუბ  „მალმოს“ შეუერთდა.  2001 წელს კი "აიაქსში” გადავიდა. ამსტერდამულ კლუბში იბრაჰიმოვიჩმა დაიწყო იმ თამაშის ჩვენება, რომლის წყალობითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ნიდერლანდებში გატარებული სამი წლის განმავლობაში, მან ნიდერლანდების ჩემპიონატი სამჯერ, ასევე ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. შემდეგ კი დადგა იტალიის დრო. "აიაქსიდან” ზლატანი ტურინის "იუვენტუსში” გადავიდა სათამაშოდ. 
    2006 წელს, ზლატანმა 24.8 მილიონ ევროდ, ოთხ-წლიანი კონტრაქტი გააფორმა „ინტერთან“. ფეხბურთელისთვის გუნდში ტრანსფერი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. „ინტერმა“ ზედიზედ სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ხოლო შვედი ფეხბურთელი თავდასხმის ლიდერი გახდა. იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ითვლებოდა განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ ფეხბურთელად, რომელსაც არაერთი ულამაზესი გოლი აქვს გატანილი. იტალიაში მას ზედმეტსახელად "იბრაკადაბრა” შეარქვეს.
    "ბარსელონაში” იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაცია 2009 წლის 27 ივლისს შედგა და მას 60,000 გულშემატკივარი დაესწრო, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. მაგრამ იბრაჰიმოვიჩმა 2009–10 სეზონში კარგი შედეგი ვერ აჩვენა.
    2011 წელს ზლატანმა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე ზლატან იბრაჰიმოვიჩი“ გამოსცა. მისი თქმით: „ეს წიგნი ჩემს ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, ვინც წლების განმავლობაში ჭირსა და ლხინში გვერდით მედგა“. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე პოლარიზებულმა თავდამსხმელმა, 2003 წელს შექმნა სასაქონლო ნიშნები „"Zlatan" და "Zlatan Ibrahimovic“, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით სპორტულ ტანსაცმელსა და სხვა პროდუქტებზე ადგენს ექსკლუზიური დასახელების უფლებებს.
    2018 წლიდან, იბრაჰიმოვიჩი „ლოს ანჯელეს გელექსიში“ თამაშობს.

  • არ არის დაქორწინებული. მისი პარტნიორია - ჰელენა სეგერი, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს. დედა - ჯურკა კრავიცი, ხოლო მამა - სელფიკ იბრაჰიმოვიჩი.

  • არის შვედეთის მოქალაქე
  • მეგობრობს მაქსველ ანდრადესთან, ჟერარდ პიკესთან, ტიაგო სილვასთან...

  • მისი ჰობია მუსიკის მოსმენა და ვიდეოთამაშები.
ეს პერსონა
Top