სალომე ბაკურაძე (35 წლის)
  • მომღერალი
  • 09 ივლისი, 1984 წელი
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი

  • ხელოვნებათმცოდნე
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მომრერალი. მუდამ მხიარული, პოზიტიური, ენერგიული ხუჭუჭა სალომე, ფართო საზოგადოებამ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ჯეოსტარიდან“  გაიცნო. მისი ნამღერი, შესრულება, სცენურობა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევდა მაყურებელში და მის მიმართ კრიტიკა ნაკლებად ისმოდა. მისმა სიმღერამ „კესარიამ“ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მსმენელთა შორის. თავდაპირველად, მომღერლის ცხოვრებაში  პროექტი „ნუცას სკოლა“ იყო. სწორედ, აქ ეზიარა პირველად სცენურ ხელოვნებას. ამ გადაცემის შემდეგ, კი ალექსანდრე ბასილაიამ ის თავის კვინტეტში ნოდიკო ტატიშვილთან ერთად მიიღო. 2010 წელს მონაწილეობდა „ბრავოში“, რომლის გამარჯვებულიც გახდა. აღნიშნავდა, რომ ამ სამმა პროექტმა მას უდიდესი გამოცდილება და წარმატება შესძინა და რომ არა ისინი დღეს სალომე ბაკურაძე არ იქნებოდა ის, ვინც ახლა არის. მომღერალი ხშირად, მონაწილეობს სხვადასხვა კონცერტებში და ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა. იგი სალომე ზურაბიშვილის ღონისძიებებშიც მონაწილეობდა.

  • ჰყავს მეუღლე ლაშა ბასლანძე და ვაჟი. ლაშა ცნობილი პროდიუსერია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი ახლო მეგობრები  მომღერლები: ნოდიკო ტატიშვილი, თიკა მახალდიანი, ნათია დუმბაძე არიან. ნოდიკოსთან დუეტიც აქვს ჩაწერილი. ისინი 2018 წელს, „ოქროს ტალღა“-ის გამარჯვებულებიც კი გახდნენ.

  • სალომეს ყველაზე მეტად მოგზაურობა უყვარს. მხოლოდ მაგ დროს ივიწყებს ყველა პრობლემას და თავს ბოლომდე განტვირთვის საშუალებას აძლევს. ქვეყნებიდან გამოარჩევდა ამერიკას, თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლოს. ოცნებობს, რომ „ემ-თი-ვის“ ან „გრემის“ დაჯილდოვებაზე მოხვდეს. მომღერლებიდან უყვარს: სტინგი, მაიკლ ჯექსონს, ჯემიროქვაი. ამბობს, რომ სიმღერის მოსმენა არასდროს ბეზრდება. საკუთარ თავს, როგორც მხიარულს, კომუნიკაბელურს და შრომისმოყვარე ადამიანად ახასიათებას, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამავე დროს, ბუტია და ჯიუტიცაა. განსაკუთრებით ეშინია სიბნელის, მარტოობის და სიბერის.
  • ამჟამად, „სამედიცინო ჰოლდინი 23“-ის პიარ-მენეჯერია.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top