გიგა ბოკერია (47 წლის)
  • პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი
  • 20 აპრილი, 1972 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სწავლობდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლისტერის უნივერსიტეტში სამათალმცოდნეობის სპეციალობით

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი. იგი 16 წელზე მეტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. მან, შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, ხელი შეუწყო მოძრაობა „კმარას“ ჩამოყალიბებას, რომელმაც დიდი როლი ითამაშა „ვარდების რევოლუციაში“. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბოკერია პარლამენტის წევრი და მიშას მარჯვენა ხელი გახდა. მას, როგორც ვანო მერაბიშვილს „რუხ კარდინალს“ უწოდებდნენ. როგორც ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, ბოკერიას სურდა მიშას ხელით ემართა ქვეყანა და მის მარიონეტად ექცია. ის იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და მამოძრავებელი ძალა „ნაცებისა“ თუ სააკაშვილისა. მას შესწევდა უნარი, ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა. როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ის იყო „გიგანტი პოლიტიკოსი“. სანდრო ბრეგაძეც მსგავს თვალსაზრის იმეორებს და ბოკერიაზე საუბრისას ხაზს უსვამს, იმას რომ, ახალგაზრდობიდან მოყოლებული მას „სისხლის სმის წყურვილი“ ახრჩობდა და საქართველოში საკუთარი მმართველობის დამყარებაზე ოცნებობდა. ადვოკატი ლალი აფციაური აღნიშნავს, რომ ბოკერია 2004 წლიდან 2012 წლამდე იყო ყველა ბინძური საქმის თავიდათავი. ელენე თარგამაძის თქმით, სწორედ ბოკერიას ბრძანებით მოხდა გასროლა „ციხის ბუნტის“ დროს, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბოკერია-სააკაშვილის დუეტი, გარკვეული ხანი „ზავის“ პირობებში მოქმედებდა. 2015 წელს, გავრცელდა კიდეც, ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ გეგმავენ ისინი საქართველოში ბუნტის მოწყობას. თუმცა, 2 წელიწადში მათი გზები საბოლოოდ გაიყო და სწორედ, აქედან იღებს სათავეს მათი 16 წლიანი ურთიერთობის „დიდი გაყრა“. ანი მიროტაძე, აღნიშნავს, რომ გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილს წაართვა მართვის სადავეები. ელისო კილაძეც მსგავს პათოსს იზიარებს და წერს: „ეს რღვევა დაიწყო გაცილებით უფრო ადრე, ჯერ კიდევ არჩევნების დროს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო, პარტიაში განიხილებოდა გიგა ბოკერიას წინადადება გამიჯვნოდნენ მიხეილ სააკაშვილს“. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სააკაშვილი მოუწოდებდა მათ, რომ მეორე ტურში მონაწილეობა აღარ მიეღოთ. თუმცა, მისი მოწოდება ბოკერია-უგულავას ფრთამ ყურად არ იღო და ანტაგონიზმი სააკაშვილის მომხრეებსა და ბოკერიას მხარდამჭერებს შორის ნელ-ნელა წარმოიშვა. მიშას თანაგუნდელებს ისინი, უკვე „ბიბლიოთეკის უკლონისტებად“ მოიხსენიებდნენ და ამბობდნენ, რომ დიდ პრობლემას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ყველა სიტყვას აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიიჩნევდა. საბოლოოდ, 2017 წელს ბოკერიამ ჩამოაყალიბა ახალი პარტია სახელწოდებით „ევროპული საქართველო“ და გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას“. სწორედ, ამ პერიოდიდან მოყოლებული, აღნიშნავდა, ბოკერია რომ, სააკაშვილს არა „ქართული ოცნების“, არამედ „ევროპული საქართველოსი“ უფრო ეშინიაო. არც სიტყვიერი ცილისწამებების და შეურაცხყოფების ნაკლებობას განიცდიდნენ ერთმანეთის მიმართ და ხან შტერად, ხან სამარცხვინო საქციელის მქონედ გამოჰყავდათ ერთურთი. 
    მას შემდეგ, რაც ბოკერიას ცალკე ჩამოყალიბებულმა ფრთამ, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო, ხშირი იყო იმაზე ლაპარაკი, რომ ბოკერია ივანიშვილთან იყო გარიგებული და მის სპიკერად იყო ქცეული. „კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ბოკერიას გარეშე დღის წესრიგს არ ადგენს (ირმა ინაშვილი)“, „ბოკერიაა მთავარი ქვეყანაში, პარლამენტი მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც ის მოისურვებს (კვიციანი), „სინამდვილეში გიგა ბოკერიაა ბიძინა ივანიშვილის მფარველი (კვიციანი)“, „ბოკერია ოცნების სატელიტია, კოჰაბიტირებული არიან გეი რევოლუციონერებთან (თარხან-მოურავი)“,  „კახიძე და ბოკერია ექოსავით არ უნდა იმეორებდნენ იმას, რასაც ხელისუფლება გაიძახის (ნიკა მელია)“. თუ რამდენად მართალია პოლიტიკოსთა მოსაზრებები ბოკერიას მიმართ რთული სათქმელია, მაგრამ მისი გამოსვლის 99% რომ, ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, ცხადია. სწორედ მისი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, მასსა და უმრვალესობის წევრებს შორის ხშირია ურთიერთდაპირისპირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ა.შ. მაგ. გია ვოლსკმა მას ყეყეჩი ადამიანი უწოდა, ცქიტიშვიმა უზრდელი და ძველბიჭური მანერების მქონე, წულუკიანმა კი ცინიკოსი და დემაგოგი. არც ლევან ვასაძე წყალობს, ქვეყნის მოღალატეს, დესტაბილიზაციის გამომწვევს უწოდებს და მასთან ერთად საკანში მარტო განთავსებას ითხოვს. რამდენად დაკმაყოფილდება ვასაძის სურვილი, ამას დრო გვიჩვენებს, ხოლო ბოკერია კი კვლავ, აქტიურად განაგრძობს თავის პოლიტიკურ საქმიანობას. არც „გავრილოვის ღამეს“ აკლდება და ოდნავ არეულობაზეც კი, უმრავლესი შემთხვევების მსგავსად, მშვიდ ადგილს აფარებს თავს. 

  • ჰყავს მეუღლე - თამარ ჩერგოლეიშვილი და ერთი შვილი. მისი მეუღლე „ტაბულას“ გენერალური დირექტორი და „სამოქალაქო განათლების ფონდის“ დამფუძნებელია. მამა - ლევან ბოკერია, ცნობილი არქიტექტორია, ხოლო დედა - ნანა ალექსანდრია მოჭადრაკე. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს ლევან რამიშვილთან, გიგი უგულავასთან, დავით ბაქრაძესთან...

  • 2004 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრია. იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თავისუფლების ინსტიტუტის - ადამიანის უფლებათა პროგრამების კოორდინატორი. მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა გაზეთსა თუ ტელევიზიაში. 

ეს პერსონა
Top