თემურ გოგოლაძე (44 წლის)
  • პროდიუსერი, რეჟისორი
  • 04 ივნისი, 1975 წელი - დაიბადა ქალაქ რუსთავში
  • სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში

  • რეჟისორი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც რეჟისორი და პროდიუსერი. მას სატელევიზიო სივრცეში „ობობას“ მეტსახელით იცნობენ. სხვადასხვა დროს მუშაობდა „რუსთავი 2“-ის ოპერატორად და რეჟისორად. იყო გადაცემა „პროფილის“ რეჟისორი. GDS-ზე გადასვლის შემდეგ, იგი ამ არხის გენერალური პროდიუსერი გახდა. მისი თაოსნობით იგეგმებოდა პროექტ „მოქალაქის“ შექმნა, რომლის წამყვანიც ბიძინა ივანიშვილი უნდა ყოფილიყო. „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადასვლის შემდეგ, იგი წარმოების დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა. იყო 13 კაციანი კომისიის  წევრი და მონაწილეობას იღებდა არხისთვის გადაცემების შერჩევაში.

  • ჰყავს მეუღლე - გვანცა კილასონია და ვაჟი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მუშაობდა „ტვ პირველზე“. ამჟამად, როგორც თავად ამბობს არის „უსამსახურო“. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top