ჟაირ ბოლსონარო (64 წლის)
  • ბრაზილიის პრეზიდენტი
  • 21 მარტი, 1955 წელი - დაიბადა სან პაულუში
  • 1977 წელს დაამთავრა ბრაზილიის სამხედრო აკადემია და გახდა არტილერისტი

  • სამხედრო
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ბრაზილიის რიგით 38-ე პრეზიდენტი და პოლიტიკოსი, რომელმაც მსოფლიო ყურადღება სკანდალური განცხადებებით მიიქცია. ადგილობრივ საზოგადოებაში ცნობილი გახდა ჟურნალ „Veja“ -სთან  მიცემული ინტერვიუთი,  რომელშიც ის ჯარში დაბალ ხელფასებს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ხელმძღვანელობა ჯარიდან ადამიანებს ბიუჯეტის სეკვესტრის გამო აგდებს და არა იმ დარღვევებისთვის, რომლებშიც სამხედროებს ოფიციალურად ამხელდნენ. ამ განცხადების გამო, ბოლსონარუ დააკავეს და 15 დღე საპატიმროში განათავსეს.  
    პოლიტიკაში 1988 წელს მოვიდა, როდესაც ის რიო-დე-ჟანეიროს ქალაქის საბჭოში აირჩიეს. 1990 წელს კი, ბრაზილიის ეროვნულ კოგრესში აირჩიეს, სადაც 27 წელი იმუშავა. 2018 წელს, ბოლსონარუმ სოციალ-ქრისტიანული პარტია დატოვა და სოციალ-ლიბერალურ პარტიაში გადავიდა. ამავე წელს ის სოციალ-ლიბერალური პარტიის მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად დასახელდა. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია რთულ ვითარებაში წარიმართა. 6 სექტემბერს, მხარდამჭერებთან შეხვედრისას, ბოლსონარუ მუცელში დაჭრეს. მრავალი პროტესტისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, 2019 წლის 1 იანვრიდან ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად იკავებს.  მის გაპრეზიდენტებას მსოფლიოს ლიბერალური ნაწილი აღშფოთებით შეხვდა. ბოლსონარუს პოლიტიკური შეხედულებები ნაციონალისტური და პოპულისტური ხასიათისაა.   ამის გამო მას „ტროპიკული ტრამპი“ უწოდეს. 
    ბრაზილიის პრეზიდენტმა სახელი არა მხოლოდ პოლიტიკური მოღვაწეობით, არამედ სექსისტური, რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებითაც გაითქვა. ასე, მაგალითად 2013 წელს განაცხადა, რომ „ჩვენ ბრაზილიელებს ჰომოსექსუალები არ გვიყვარს“, ხოლო 2015 წელს მიგრანტებზე შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: „მთელი მსოფლიოდან ნაძირლები [მიგრანტები] ჩამობრძანდნენ ბრაზილიაში, ვითომ საკუთარი პრობლემები გვაკლდა“.  აღსანიშნავია, რომ ბოლსონარუ ფიზიკური ძალადობის მომხრეც არის, რომელიც საჯარო გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა. 1993 წელს ბოლსონარუ ამბობდა, რომ „ჩვენ ვერასდროს გადავწყვეტთ სერიოზულ ნაციონალურ პრობლემებს ამ უპასუხისმგებლო დემოკრატიის პირობებში“. ის ასევე პატიმრების წამების მომხრეც იყო. 

  • პირველი ცოლი - როჟერია ნანტეს ბრაგა, რომლისგანაც ჰყავს სამი შვილი. 
    მეორე ცოლი - ანა კრისტინა ვალე. ჰყავთ ერთი შვილი. მესამე ცოლი - მიშელ ბოლსონარო, რომელზეც 2007 წელს დაქორწინდა და დღემდე ერთად არიან. ჰყავთ ერთი შვილი - ლაურა. 

  • ბრაზილია
  • ბრაზიილიის პრეზიდენტი საკმაოდ პოპულარულია სოციალურ ქსელში. ფეისბუქ გვერდზე მას 5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ხოლო ტვიტერზე 4 მილიონზე მეტი. ბრაზილიის მასშტაბით, არცერთ პოლიტიკოს არ ჰყავს იმედნი მიმდევარი სოციალურ ქსელში, რამდენიც ბოლსონარუს. 

ეს პერსონა
Top