თბილისის ზოოპარკი
  • თბილისის ზოოლოგიური პარკი
  • 2006 წლიდან თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეა
  • თბილისის ზოოლოგიური პარკი დაარსდა 1927 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმსაკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდინარე ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე (შემდეგ 120-მდე) ჰა მიწის ნაკვეთი. თბილისის ზოოლოგიურ პარკში წარმოდგენილია კავკასიისათვის, კერძოდ, საქართველოსათვის დამახასიათებელი და ენდემური სახეობები: ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, ირემი, შველი, კოლხური ხოხობი, კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი და სხვ. წლების განმავლობაში ზოოპარკის სამეცნიერო სექტორს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ზოოლოგი არჩილ ჯანაშვილი. გასული საუკუნის 30–ან წლებში თბილისის ზოოპარკში მიღებულ იქნა ჯიხვისა და შინაური თხის ჰიბრიდი — ჯიხვთხა, ასევე, ზებრისა და თუშური ჯიშის ცხენის ნაჯვარი – ზებროიდი (რომელიც თავის მშობლებთან შედარებით უფრო გამძლეა); შესწავლილ იქნა სხვადასხვა ცხოველის (ირემი, შველი, ჯიხვი, კვერნა, წითელი იხვი, ორბი, გიურზა და ა. შ.) ბიოლოგია.

ეს პერსონა
Top