თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
  • თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი
  • 2017 წლიდან კახაბერ გვანცელაძე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობს
  • სააგენტო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს. სააგენტოს დამფუძნებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა).

    სააგენტოს ძირითადი მიზნებია:

    ა) უზრუნველყოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის პოლიტიკის განხორციელება;
    ბ) უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების ხარისხის მდგრადობა;
    გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის ყველა მიმართულების მონიტორინგი;
    დ) ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროცესს;
    ე) ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების პროცესს;
    ვ) ხელი შეუწყოს ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმებულ მუშაობას;
    ზ) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესის ოპტიმალურად წარმართვის, ფიზიკური გარემოს ძირითადი მახასიათებლების და უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარება და გაუმჯობესება, მათ შორის ახალი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მშენებლობის ორგანიზება;
    თ) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის და საკადრო რესურსის მართვის ხელშეწყობა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top