ოლიმპიური კომიტეტი
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
  • 2012 წლიდან ლერი ხაბელოვი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახდა.
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ კონფერენციაზე დაარსდა, რომელსაც 337 დელეგატი ესწრებოდა. სეოკ-ის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი, ვიცე-პრეზიდენტებად - ვიქტორ სანეევი, თენგიზ გაჩეჩილაძე და პაატა ნაცვლიშვილი, გენერალურ მდივნად დავით კინწურაშვილი.1991 წლიდან 2008 წლამდე სეოკ-ის გენერალური მდივანი იყო ემზარ ზენაიშვილი.

    სეოკ-ს აქვს განსაკუთრებული უფლება საქართველო წარადგინოს ოლიმპიურ თამაშებზე და სეოკ-ის სხვა შეჯიბრებებზე. იგი ადგენს და ხელმძღვანელობს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციებს. მონაწილეობს ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამებში.

    საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარებას ქვეყანაში.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top